კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საქართველოში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 27 ივლისი 2020
stopcov.ge -ს ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის კიდევ 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 ადამიანი გამოჯანმრთელდა

უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1137 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 922 ადამიანი, 16 პაციენტი კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 6439 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 326, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.


დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია