სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხეში გენდერული თანასწორობის საბჭო მხოლოდ ფურცელზე არსებობს – გამჭვირვალობა

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 24 ივლისი 2020
ახალციხეში გენდერული თანასწორობის საბჭო მხოლოდ ფურცელზე არსებობს – გამჭვირვალობა მთავარი → სიახლე, პოლიტიკა 24.07.2020 „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ რეგიონული კოორდინატორი თამუნა უჩიძე აცხადებს, რომ ახალციხის საკრებულოში გენდერული თანასწრობის საბჭო ფაქტობრივად არ მუშაობს, მისი თქმით, საბჭოს ანგარიშში მხოლოდ მათი თანამშრომლების ტრენინგებზე დასწრების შესახებ წერია. ახალციხის საკრებულოში გენდერული თანასწორობის საბჭო, 2018 წლის 14 მარტიდან ფუნქციონირებს. არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევაში წერია, რომ, 2018 წლის 14 მარტიდან 2019 წლის 31 დეკემბრამდე საბჭოს: სამართლებრივი აქტების პროექტებზე ანალიზი და საკანონმდებლო აქტების პროექტების ექსპერტიზა არ განუხორციელებია; არ შეუმუშავებია გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად ჩატარებული ღონისძიებების მონიტორინგისა და შეფასების სისტემა; ასევე არ წარუდგენია წინადადებები და რეკომენდაციები ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, ან საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოში; გენდერული თანასწორობის საბჭოში გენდერული თანასწორობის დარღვევის თაობაზე განცხადებები არ შესულა.კვლევაში წერია, რომ გენდერული თანასწორობის საბჭომ, რომელიც 11 ქალისა და 5 კაცისგან არის დაკომპლექტებული, ახალციხის საკრებულოს ანგარიში 2019 წლის 26 ივლისს წარუდგინა. მიუხედავად იმისა, რომ საბჭო 2018 წლის მარტში შეიქმნა, ანგარიში ერთი თვით ადრე, ამავე წლის თებერვლიდან 2019 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია არა უშუალოდ საბჭოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე, არამედ იმაზე, თუ რა შეხვედრები გამართა მერიის გენდერული თანასწორობის განყოფილებამ, ასევე, რა შეხვედრები გაიმართა მერიაში არსებულ „ქალთა ოთახში“. ანგარიშიდან ვიგებთ, თუ რა ტრენინგებსა და კონფერენციებს ესწრებოდნენ საბჭოს წევრები.„საბჭომ თავის აგარიშში დაწერა ტრენინგებზე სად დადიოდნენ, ანუ სულ ეს ჰქონდა ამ საბჭოს სათქმელი, მეტი არაფერი. რეალურად ეს საბჭო არსებობს მხოლოდ და მხოლოდ ფურცელზე“, – ამბობს თამუნა უჩიძე.საბჭოს მდივანი სულიკო მაღრაძე ამბობს, რომ გენდერული თანასწორობის საბჭო ცნობიერების ამაღლების კუთხით მუშაობდა და საინფორმაციო შეხვედრებს მართავდა."სამხრეთის კარიბჭე" საკრებულოს თავმჯდომარეს, გელა ნოზაძეს ვერ დაუკავშირდა, მას ტელეფონი ორი დღეა გამორთული აქვს, მისმა მოადგილემ კი კომენტარი არ გააკეთა. [რობი ზარიძე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია