კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კოლეჯი „აისი“ დუალური პროფესიული პროგრამების ღია კარის დღეს უმასპინძლებს

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 27 ივლისი 2020

კოლეჯ „აისში“ სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების დუალური პროფესიული პროგრამების ღია კარის დღე გაიმართება.

ღონისძიებაზე რომელიც 28 ივლისს 11 საათზე გაიმართება, პროფესიული განათლების მსურველები გაეცნობიან აგრარული პროფილის დუალურ საგანმანათლებლო პროგრამებს, რომლებიც მათ სწავლებასთან ერთად ანაზღაურებად დასაქმებას და კარიერულ განვითარებას სთავაზობს.

კოლეჯ „აისის“ ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ 2020 წლის შემოდგომის სემესტრისთვის აპლიკანტებს ხილისა და ბოსტნეულის გადამუშავების დუალურ პროფესიულ პროგრამებზე მიიღებს. სწავლების პარალელურად კი სტუდენტები შეძლებენ სამუშაო გამოცდილების მიღებას ან/და კვალიფიკაციის ამაღლებას პარტნიორ საწარმოებში.

,,აღნიშნულ პროგრამებზე რეგისტრაცია შესაძლებელია 2020 წლის 10 აგვისტოს ჩათვლით მხოლოდ პირადობის მოწმობით, საქართველოს მასშტაბით არსებულ საგანმანათლებლო რესურსცენტრებში, შესაბამის პროფესიულ სასწავლებელში და ონლაინ ვებ გვერდზე vet.emis.ge.

სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების დუალური პროგრამები აგრო სფეროთი დაინტერესებულ აპლიკანტებს შესაძლებლობას აძლევს  დაეუფლონ პროფესიას სოფლის მეურნეობისა და სასურსათო ტექნოლოგიების მიმართულებით, მოიპოვონ სახელმწიფოს სრული დაფინანსება და სწავლის პარალელურად დასაქმდნენ პარტნიორ საწარმოებში”,– აცხადებენ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

დუალური მიდგომით შემუშავებული პროფესიული პროგრამები ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს, გაეროს განვითარების პროგრამის, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს, საჯარო საგანმანათლებლო დაწესებულებების და პარტნიორი საწარმოების მხარდაჭერით, რომელსაც კოორდინაციას უწევს საქართველოს ფერმერთა ასოციაცია “GFA” და სექტორული უნარების ორგანიზაცია “აგრო-დუო.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია