გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"თამარს საფრანგეთში ორი კომპანია სთავაზობდა სამსახურს, ანაზღაურება 7 000-დან იწყება 25 000-სცილდება"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 26 ივლისი 2020

"ახალი ბოღმიანი კითხვა და ინტერესი: საიდან ასეთ პატარა გოგოს ამდენი ფული?
არა - ნიჭი; ენთუზიაზმი; მიზანმიმართულება; შრომისმოყვარეობა და სხვა ღირებულება...
არა!
საიდან ამდენი ფული?!
ცნობისთვის მინდა გითხრათ, რომ თამარს საფრანგეთში ორი კომპანია სთავაზობდა მაღალანაზღაურებად სამსახურს მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ, სადაც საშუალო ანაზღაურება 7 000-დან იწყება 25 000-სცილდება.
ამ მოლაპარაკების უშუალო მონაწილე ჩემი კოლეგა და მეგობარი პროფესორი ბრუნო ნარდინი გახლდათ, რომელთანაც რეკომენდაცია პირადად გავუწიე.
ასაკის მიუხედავად თამარს აღმოაჩნდა ძალიან დიდი ნიჭი და რესურსი ემუშავა ისეთ პროექტებზე ტექნოლოგიურ მეცნიერებაში, რომლის დაძლევაც დიდი პრაქტიკის და ცოდნის სპეციალისტებს შეეძლოთ.
სამწუხაროდ მან უარი თქვა აღნიშნულ ეტაპზე საფრანგეთში დარჩენაზე.
ასე, რომ სანახობის მოყვარულო მდედრნო და მამრნო, იმას კი ნუ კითხულობთ და ნერვიულობთ, საიდან ამდენი ფული? ის იკითხეთ და იმაზე ინერვიულეთ რომ მისი სახით დაკარგეთ "ახალი ტიპის" ადამიანი, რომელიც ათასში ერთი იბადება.

ნუგზარ სულაშვილი

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია