შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

11-ვე ბრალდებული შაქარაშვილის საქმეზე სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 27 ივლისი 2020

11-ვე ბრალდებული შაქარაშვილის საქმეზე სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. განაჩენი მოსამართლე მაია ოშხარელმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

დასრულდა ისე, როგორც თავიდან ვთქვი, დატოვა ძალაში პატიმრობა სასამართლომ, არც ის ინება, რომ გასულიყო სათათბირო ოთახში, ადგილზევე მიიღო გადაწყვეტილება, არც ის განიხილა, რომ 11-დან შესაძლოა სხვადასხვა ყოფილიყო ბრალეულობა, - თქვა ადვოკატმა ვასილ მამულაშვილმა. 

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ირაკლი წაქაძე ბრალს ნაწილობრივ აღიარებს. ის აგარაკზე მომხდარი დაპირისპირებებიდან პირველი ეპიზოდის მონაწილეა. საბა გოგშელიძე და საბა ჩხარტიშვილი დუმილის უფლებას იყენებენ, ხოლო ნარეკვავზე მომხდარი ტრაგედიის კიდევ 8 მონაწილე დანაშაულს არ აღიარებს. საქმის პროკურორის შუამდგომლობის თანახმად, არც ერთ დაკავებულზე აღკვეთის ღონისძიება არ უნდა შეიცვალოს, რადგან არსებობს მიმალვისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე. მოსამართლეს ასევე შუამდგომლობით მიმართა დაცვის მხარემ, რათა ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიება გირაოთი შეეცვალოს. ერთ-ერთი დაკავებულის არჩილ გაგნიძის ადვოკატმა ვასილ მამულაშვილმა მოსამართლე მაია ოშხარელის აცილება მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.  

19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების სასამართლო პროცესი კი 31 ივლისს გაიმართება.

19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი ზუსტად ერთი თვის წინ, 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა. საქმეზე, ამ დროისთვის, 17 პირია დაკავებული. თუმცა, ჯერჯერობით ისევ არ არის კონკრეტული პასუხი კითხვებზე: ვინ მოკლა გიორგი შაქარაშვილი და ვინ მფარველობს მოძალადეებს. რა მოხდა ამ ერთი თვის განმავლობაში, ამ საკითხზე "მთავარი არხი" საქმის მიმდინარეობის პარალელურად და ჩვენი ჟურნალისტური გამოძიების კვალდაკვალ, განახლებულ ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში შემოგთავაზებთ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია