შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ დედა ხუთი წლის შვილის ცემისთვის დამნაშავედ სცნო. მას ერთი წლით პირობითი მსჯავრი და ორი წლით გამოსაცდელი ვადა შეეფარდა.

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 17 დეკემბერი 2018
დედამ ბრალი აღიარა, დაცვის მხარემ ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულება უდაოდ სცნო და, შესაბამისად, პროცესი მოწმეების დაკითხვის გარეშე დასრულდა. გამამტყუენებელი მოსამართლე გიორგი ლონდარიძემ გამოიტანა. „კი ვაღიარე, მაგრამ ეს იმისთვის გავაკეთე, რომ შვილები დამებრუნებინათ, ბავშვები ახლა ჩემთან არიან“, – გვითხრა დედამ. მას ბავშვები სოციალურმა სამსახურმა 21 სექტემბერს ჩამოართვა. სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, დედამ შვილი სწორედ ამ დღეს სცემა. დედისთვის ბავშვების დაბრუნების საკითხზე სასამართლოს არ უმსჯელია. სოციალურ სამსახურში კი აცხადებენ, რომ მათ ბავშვები მამას დაუბრუნეს. მანამდე კი ექსპერტიზის შესაბამისი დასკვნები მომზადდა, დოკუმენტების მიხედვით, პატარებისთვის ოჯახურ გარემოში ყოფნა აუცილებელია: „ბავშვებს სოციალური მუშაკი ისევ აკვირდება“. 37 წლის ქალი, ახალციხის რაიონულ სამმართველოში მცირეწლოვან შვილებთან და მეუღლესთან ერთად 21 სექტემბერს გადაიყვანეს. ამ დღეს, მეზობელმა 112–ზე დარეკა, იმ მიზეზით, რომ დედა ხუთი წლის ბიჭს სცემდა. [თამუნა უჩიძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია