გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"პუტინის ხელის ბიჭი უნდა მოვიშოროთ"- ბარამიძე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 27 ივლისი 2020

"კარგი იქნება ფორმალური გაფორმება, იმასთან დაკავშირებით, რომ ვინც პროდასავლური ოპოზიციიდან გავა მე-2 ტურში, ყველა, განურჩევლად პარტიისა, იმას უჭერდეს მხარს", - ასე პასუხობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გია ბარამიძე ვახო სანაიას კითხვას, "როგორ იმოქმედებენ სხვა ოპოზიციური პარტიები, თუ მეორე ტურში ერთმანეთს ენმ და "ოცნება" დაუპირისპირდება".

ბარამიძის განმარტებით, ზოგადი შეთანხმება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განსაზღვრულია. ამასთან, ბარამიძემ მმართველი გუნდის ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს, ვლადიმერ პუტინის ხელის ბიჭი უწოდა და აღნიშნა, რომ ოპოზიცია ყველაფერს გააკეთებს, რათა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ძალაუფლების მშვიდობიანი გადაბარება განხორციელდეს.  

"ჩვენთვის არის ერთიანი, პროდასავლური ოპოზიცია, რომელიც უპირისპირდება პუტინის მსახურ რეჟიმს. ჩვენ გვყავს პოლიტიკური მტრები - პუტინი და პუტინის ხელის ბიჭიც საქართველოს მტერია, რომელმაც ქვეყანა ამ 8 წლის განმავლობაში ყველა სპექტრში უკან დახია. ჩვენ ვიქნებით ერთად, რაც არ უნდა განსხვავებები გვქონდეს. რაც არ უნდა მოუსმინოთ ამ დღეების განმავლობაში სხვადასხვა პარტიისგან სხვადასხვა აზრები, ერთი საღი აზრი დარჩება - ჩვენ მშვიდობიანად, არჩევნების გზით უნდა მოვიცილოთ მავნებელი, მოღალატური რეჟიმი. ამისთვის, ყველა ერთად ვიმუშავებთ და ვითანამშრომლებთ. კონკურენტები ვიქნებით, მაგრამ ამავდროულად მხარდამჭერები ვიქნებით", - ამბობს ბარამიძე. 

ცნობისთვის, "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" რეგიონებში, 22-ვე ოლქში საკუთარ კანდიდატებს წარადგენს. ამასთან, უგულავამ მოუწოდა სხვა ოპოზიციურ პარტიებს, რაც შეიძლება სწრაფად დაასრულონ კონსულტაციები და საერთო კანდიდატებზე შეჯერდნენ, რომლებიც ასევე კონკურენციაში შევლენ "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატებთან.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია