შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

აბასთუმანში ზოგადი ხედვის კამერები დამონტაჟდება

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 26 ივლისი 2020
აბასთუმანში ზოგადი ხედვის კამერები დამონტაჟდება მთავარი → სიახლე, საზოგადოება 26.07.2020 ადიგენის მერია დაბა აბასთუმანში 13 ცალ ზოგადი ხედვის ვიდეო კამერას დაამონტაჟებს, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 226 800 ლარია. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, გამარჯვებულმა კომანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 დღის ვადაში უნდა დაასრულოს, ხოლო ანგარიშსწორება მოხდება სამი წლის განმავლობაში.2020 წელს თვითმმართველობა კომპანიას 31 500 ლარს გადაუხდის, დანარჩენი თანხა კი მომდევნო ორ წელზე გადანაწილდება. კომპანია ვალდებულია სამი წლის განმავლობაში 13–ვე კამერის გამართულ მუშაობაზე იზრუნოს. ამ ეტაპზე უცნობია რომელ ქუჩაზე დამონტაჟდება.წინადადებების მიღება 31 ივლისიდან დაიწყება და სამ აგვისტოს დასრულდება.[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია