სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

წადი ამ ზაფხულს ზააბახას

მულტიმედია
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 28 ივლისი 2020
წადი ამ ზაფხულს ზააბახას მთავარი → სიახლე, რეპორტაჟი 28.07.2020 მოგზაურობა გინდა? თანაც საქართველოში და თანაც ზღაპრულ ადგილებში? ჰოდა, შეგიძლია ჯავახეთს ეწვიო. ფოტო: mygoals.geისტორია – პირველი ცნობა ჯავახეთის სახელწოდების შესახებ ურარტუულ წყაროებში, მეფე არგიშთი I–ის წარწერებში გვხვდება (ძვ. წ. 785). აქ ჯავახეთი ზააბახას სახელითაა ნახსენები. პავლე ინგოროყვას მოსაზრებით სიტყვა ჯავახი უძველეს ქართულ სატომო სახელწოდებას – ტაოხ–ს უკავშირდება. ტაოხები დიაოხის (ტაოს) ძირითად მოსახლეობას შეადგენდნენ და დღევანდელი ჩრდილო–აღმოსავლეთ თურქეთისა და სამხრეთ საქართველოს, მათ შორის ჯავახეთის ტერიტორიაზე სახლობდნენ. პავლე ინგოროყვა თვლის, რომ ტაოხსა და ჯავახს შორის შუალედური ფორმა უნდა ყოფილიყო ჭაოხ–ი, ჭავახ–ი. ისტორიული ჯავახეთი იყოფოდა: ზემო ჯავახეთად (ახალქალაქის ზეგანი) და ქვემო ჯავახეთად (მდინარე მტკვრის კანიონი მარცხენა სანაპიროთი).ამჯერად, ჯავახეთზე მოგიყვებით. დადის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ახალქალაქი – თბილისი. მგზავრობა 15 ლარი ღირს. რას ნახავთ ჯავახეთში? არ ვისაუბრებ ტბებზე, იმდენი დაიწერა და იმდენი ითქვა უკვე. მოგიყვებით ნასოფლარებზე და ეკლესიის ნანგრევებზე, რომლებიც ვიწრო წრესთვის არის ცნობილი მხოლოდ.ვარდისციხე — ნასოფლარი სამცხე-ჯავახეთში. მდებარეობს თანამედროვე ვარევანსა და თოკს შორის. მოხსენიებულია გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში.სერგი ჯიქიას ცნობით, მსხვილმასშტაბიან რუკებზე, ვარევანთან ახლო აღნიშნულია Вардисцихе. მისი აზრით, ივანე როსტომაშვილის წყაროებზე დაყრდნობით უფრო ზუსტი ცნობებიც მოგვეპოვება: „ვარევანიდან ნახევარ ვერსზე, მისგან ჩრდილო–აღმოსავლეთით, მთაზე მდებარეობს ვერანა ადგილი ვარდის–ციხე. თუმცა კი ციხის არავითარი კვალი შეინიშნება. რაც შეეხება უწინდელი განსახლების ნაშთს, ეს აშკარაა: იგი განლაგებული იყო განცალკევებით მდგარ მთის მოვაკებულ შუაგულში. აქ შემორჩა ქართული ეკლესიის ნანგრევები წარწერებით სამხრეთ კედელზე...“გარკვეულია სახელწოდება და ადგილმდებარეობა იმ ნასოფლარისა, რომელიც დავთრის დროს 14 კომლიანი სოფელი იყო და რომელიც დავთარში ტყე–ჯავახეთის რაიონის პირველ სოფლად არის აღწერილი.როგორ მივიდეთ?სოფელი ვარევანი ახალქალაქიდან დაშორებულია 19 კილომეტრით. მოგიწევთ ადგილობრივები გაიცნოთ როცა სოფელში ახვალთ და ისინი ნასოფლარის გზასაც მიგასწავლიან. ვარდისციხენაისას ტაძარი — ეკლესია საქართველოში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუნჩხაში.ტაძარი დათარიღებულია X–XI საუკუნეებით. იგი საკმაოდ მაღალი დარბაზული ტიპის ნაგებობაა. სახურავის დასავლეთ კეხზე დაშენებულია სამრეკლო. ეკლესიის ფასადები არ გამოირჩევა დიდი მორთულობით. აღმოსავლეთ ფასადზე რელიეფური გამოსახულებაა – დანიელი ლომების ხაროში. ნაგებობა გადაკეთებულ-აშენებულია XIX საუკუნეში. ნაგებობა ძლიერ დაზიანებულია. ეკლესიის ეზოში ბევრია გამოკვეთილი საფლავის ქვა. აქვეა 2 მეტრი სიმაღლის ოთხკუთხა სტელა, თუმცა ზედა ნაწილი აკლია. იგი ქვაჯვარი ყოფილა.როგორ მივიდეთ?ახალქალაქიდან დაშორებულია 11 კილომეტრით. სოფლამდე არის სამანქანო გზა.ნაისას ტაძარი, ფოტო: გიორგი მაღრაძეღრტილა (იხტილა) VIII-X-XIV სს - წარწ. 1308 წ.)სოფელ იხტილას (ღრტილა) ცენტრში მდებარეობს ეკლესია,ზღვის დონიდან 1720 მეტრზე. იხტილა ძველი ქართული სახელწოდების ღრტილას დამახინჯებული ფორმაა. ეს სახელი ამ ფორმით (ღრტილა) დადასტურებულია "ქართლის ცხოვრებაშიც".1046 წელს ღრტილაში მოხდა შეკრება ქართველ და სომეხ მოძღვართა შორის: "იქმნა კუალდ კრება, ღრტილას, არა ვიდრემდე სამღუდელო, არამედ უფროსღა სამხედრო".არის ცნობა, რომ აქ მდგარა ბაგრატ IV და ყოფილა იმ დროს მისი "ჰალატი". სოფელში დგას ძველი ეკლესია. იგი 1308 წელს არის აგებული. სამხრეთ ფასადზე დაცულია ასომთავრული წარწერა: "გათავდა ქვეშელისა ლიპარიტის ცოლისა და თმოგუელთა ქალისა რუსუდანისაგან, შეუნდვენ ღმერთმან, ქრონიკობი იყო ფკც (528). ჭორვანისძესა იოანეს შეუნდვენ ღმერთმან".ეკლესია მოპირკეთებულია მოწითალო ფერის ანდეზიტური ტუფისაგან. ფასადები შემკულია რელიეფური ჯვრებით. კარნიზის ქვებზე არის ძველი, VIII - X საუკუნეების ხუროთმოძღვრული მოტივი, რაც ზოგიერთ მკვლევარს აფიქრებინებს აქ გუმბათიანი ტაძრის არსებობაზე. ეკლესიის ეზოში ბევრია ძველი საფლავის სხვადასხვა სახის ქვები. ერთ ერთ წარწერიანი (XIV - XV სს) ქვა ასე იკითხება: "ქ. ბაღათურს და მის შვილს გიორგის შეუნდვენ ღმერთმან". გალავნის შესასვლელში დგას სამრეკლო, რომელიც მოგვიანებით არის აგებული.როგორ მივიდეთ?სოფელი იხტილა ახალქალაქიდან 22 კმ-ით არის დაშორებული. სოფლამდე მიდის სამანქანო გზა.ღრტილაგზადაგზა მოგიყვებით სხვა ნაკლებად ცნობილ ისტორიულ ძეგლებზე. აგვედევნეთ![გულო კოხოძე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია