საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 10-41 კმ.მონაკვეთზე ხევების ადიდების გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.
„უხვის ნალექის შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის 10-41 კმ.მონაკვეთზე ხევები ადიდდა, რის შედეგადაც მოსალოდნელია ღვარცოფი.
აღნიშნულის გამო, გზის ამ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. დანარჩენ მონაკვეთებზე კი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.