შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ქართული ოცნების" შემომწირველები ტენდერებს უკონკურენტოდ იგებენ - "ფლანგვის დეტექტორი"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 28 ივლისი 2020

18 მილიონის ტენდერები "ქართული ოცნების" შემომწირველებისთვის - ამის შესახებ ინფორმაციას "ფლანგვის დეტექტორი" ავრცელებს. მათი ცნობით, კომპანია "ბეტკომ" 2013 წლიდან დღემდე 58 ტენდერი მოიგო. აქედან 16 ტენდერში კომპანიამ უკონკურენტოდ გაიმარჯვა. ირკვევა, რომ "ქართული ოცნების" შემომწირველები არიან როგორც კომპანიის ყოფილი მეწილე, მიხეილ კირვალიძე, ასევე ახლანდელი მეწილე ვახტანგ მარჯანიძეც.

"ფლანგვის დეტექტორმა" დაადგინა, რომ ორივე მათგანმა  მმართველ პარტიას 2014 წელს, ჯამში, 120 000 ლარი შესწირა.

28 შემთხვევაში იყო, როდესაც მათ დაწიეს სწრაფად ფასი. ეჭვის საფუძველს იძლევა იმისას, რომ სახელმწიფო უწყებები აწვდიან ინფორმაციას იმ ფასის შესახებ, რა ფასის ქვემოთაც უნდა დაწიოს ტენდერში მონაწილე კომპანიამ ფასი, რომ შემდეგ მოხდეს გამარჯვება. სახელმწიფოს აქვს ასეთი პოლიტიკა, რომ თუ შესწირავ ფულს მმართველ პარტიას, ამ შემთხვევაში იგებ ტენდერებს -  ამბობს "ფლანგვის დეტექტორის" მკვლევარი ნოდარ ჩაჩანიძე.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია