გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გამოკითხულთა 76% ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა, 69% ნატოში - NDI

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 28 ივლისი 2020

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ( NDI) კვლევის მიხედვით,  გამოკითხული მოსახლეობის 76%-ისთვის  ევროკავშირში გაწევრიანება მისაღებია, ხოლო 69%-ისთვის ნატოში.

მოსაზრებას, რომ საქართველო მეტ სარგებეს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციით მიიღებს გამოკითხულთა 59% ეთანხმება, ხოლო 11% ეთანხმება, რომ მეტ სარგებელს მივიღებთ, თუ ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციაზე უარს ვიტყვით და რუსეთთან უკეთეს ურთიერთობას ჩამოვაყალიბებთ. გამოკითხულთა 12% არცერთ მოსაზრებას არ ეთანხმება, ხოლო 16% ამბობს, რომ არ იცის.

კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ 18-34 ასაკის კატეგორიაში გამოკითხულთა უმეტესობა ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისკენ იხება.

კვლევა 26-30 ივნისის პერიოდში ჩატარდა. სულ გამოიკითხა 1,550 ადამიანი მთელი ქვეყნის მასშტაბით. ყველა ინტერვიუ ჩატარდა სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩა. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია