გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ოზურგეთელი, ირაკლი ღლონტი, თბილისში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმისთვის დააკავეს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 29 ივლისი 2020

შეიარაღებული თავდასხმა ფეხბურთის ფედერაციის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტზე წყნეთის გზატკეცილზე მოხდა. სწორედ იქ, სადაც ყოფილი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის სახლია. "მთავარის" ინფორმაციით, დაპირისპირება წარსულში მომხდარ ისტორიას უკავშირდება. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ზაზა ვეფხვაძისა და გია სვანიძის ოჯახის წევრები დაიბარეს და მოსთხოვეს, გიორგი რურუას წინააღმდეგ სარჩელი შეეტანათ, სანაცვლოდ კი "დინამოს" წილებს შეპირდნენ. საქმე ხანდაზმული აღმოჩდა, თუმცა "დინამოს" წილებზე დავა ამ დრომდე გრძელდება. საქმე უზენაეს სასამართლოშია და ის ორ ინსტანციაში ლერი სულაბერიძეს მოგებული აქვს. ამიტომ დაპირისპირება შეირაღებული თავდასხმით დასრულდა. 

ირაკლი ღლონტმა კუთვნილი ავტომობილიდან რამდენიმე გასროლა სხვა ავტომობილის მიმართულებით განახორციელა. სამართალდამცველებმა ის წინასწარი დაკავების იზოლატორში უკვე გადაიყვანეს, გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვას ედავება.

სროლის დროს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი კუთვნილ ავტომობილში იჯდა. სულაბერიძე უკვე რამდენიმე წელია სასამართლოში საფეხბურთო კლუბ "თბილისის დინამოს" გამო დავობს. უკავშირდება თუ არა თავდასხმა ამ დავას - მოტივებზე საუბარი თავად სულაბერიძეს უჭირს.

მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა საგამოძიებო მოქმედებები ვაკე-საბურთალოს პოლიციაში.  სამართალდამცველებმა ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი გამოკითხეს. დაათვალიერეს ექსპერტ-კრიმინალისტებმა ავტომანქანიდან რამდენიმე ტყვიის ლულა ამოიღეს.

დაკავებული ირაკლი ღლონტი ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს. 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია