გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებული ირაკლი ღლონტის სასამართლო დღეს გაიმართება

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 31 ივლისი 2020

ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ლერი სულაბერიძის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულის, ირაკლი ღლონტის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. პროკურატურამ ღლონტს ბრალდება განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა-ტარებისთვის წარუდგინა.

ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს. ადვოკატს იმედი აქვს რომ ირაკლი ღლონტი ყველა ბრალდებაში გამართლდება.

დღეს სასამართლო განიხილავს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის აღმკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხს. ჩვენ ბრალს არ ვაღიარებთ, შესაბამისად, წარდგენილ ბრალდებაში, ირაკლი ღლონტი აცხადებს, რომ არის უდანაშაულო... მას არ ედავებიან მხოლოდ ვაზნას, ედავებიან ცეცხსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას და სიმართლე გითხრათ, ცოტა აბსურდულია, ფიზიკურად იარაღი არ არის ამოღებული, - თქვა ადვოკატმა, ლევან მახარაშვილმა.

თბილისის დინამოს ყოფილ მფლობელს, ლერი სულაბერიძეს 3 დღის წინ წყნეთის გზაზე ესროლეს. ცნობილია, რომ დღევანდელ პროცესზე პროკურატურა ირაკლი ღლონტისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს. 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია