შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"შეურაცხყოფა მარტო თანასწორს შეუძლია მომაყენოს"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 17 დეკემბერი 2018

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი, გრიგოლ ვაშაძე თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას პასუხობს. 

როგორც ვაშაძე ამბობს, არც მას და არც ნაციონალური მოძრაობის ოპოზიციურ ჯგუფს სახელმწიფო გადატრიალების შესახებ მოწოდებები არ ჰქონიათ.

"სად არის მოწოდება, სახელმწიფოს გადატრიალებაზე? 5 თვეა ვიმეორებთ, რომ ყველაფერი კონსტიტუციურ ფარგლებში იქნება და თუ კახა კალაძეს ჰგონია, რომ შეურაცხყოფას მაყენებს გინებით, შეურაცხყოფა მარტო თანასწორს შეუძლია მომაყენოს", - დასძინა ვაშაძემ.

"იმ ხელისუფლების და იმ სახელმწიფოს დედა ვატირე, გრიგოლა ვაშაძე რომ გადატრიალებას დაუპირებს, იტრიალონ საკუთარ საწოლებში", - ეს განცხადება თბილისის მერმა კახა კალაძემ, გუშინ ველისციხეში მომხდარ დაპირისპირებაზე და ოპოზიციის განცხადებებზე საუბრისას გააკეთა.

მისი თქმით, გაერთიანებული ოპოზიციის წევრების განცხადებები სასაცილოა.

"მთელი არჩევნების განმავლობაში, არჩევნებამდე და ახლაც ვისმენდით იმას, რომ სურვილია ქვეყანაში შემოიტანონ დესტაბილიზაცია, დაპირისპირება. საუბრობდნენ დამხობაზე.

ჯერ იმ ხელისუფლების და იმ სახელმწიფოს დედა ვატირე, გრიგოლა ვაშაძე რომ გადატრიალებას დაუპირებს. თვითონ იტრიალონ საკუთარ ოჯახებში და საკუთარ საწოლებში რამდენიც უნდათ. სახელმწიფოს და სახელმწიფო სტრუქტურებს თავი დაანებონ, თორემ ყველას მოუწევს პასუხისგება თავის ქმედებებზე, ვინც კანონის წინააღმდეგ წავა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია