კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბაღებში მუშაობა ახალი რეგულაციებით განახლდება

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 05 აგვისტო 2020
კორონავირუსის გამო ბაგა-ბაღები მუშაობას ახალი რეგულაციებით განაახლებენ. სკოლამდელი დაწესებულებებისთვის იმოქმედებს შრომითი ინსპექციის მიერ შედგენილი წესი, შესაძლებელია ჯგუფებში პრევენციის მიზნით, ბავშვების რაოდენობა შემცირდეს.

სააღმზრდელო დაწესებულებაში შესვლამდე სავალდებულოდ რჩება თერმოსკრინინგის გავლა.
„ამ ეტაპზე ზოგადი მოთხოვნები, როგორიც არის დისტანცია, სადენზიფექციო სამუშაოების განხორციელება ეს იქნება შესაბამისად მოთხოვნა, რაც შეეხება ზოგადად სხვა პროტოკოლურ მოთხოვნებს, ეს უახლოეს დროში კერძო და სახელმწიფო სექტორთან შეთანხმებით იქნება დაზუსტებული, მათ შორის ბავშვების რაოდენობაც“, - განაცხადა ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ.

პროტოკოლის სამუშაო ვერსიაში ასევე ნათქვამია, რომ ბაგა-ბაღებში, მხოლოდ ისეთი სათამაშოები უნდა გამოიყენონ, რომლებიც სადენზინფექციო ხსნარით დამუშავდება.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია