სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ევროპულ საქართველოს სამცხეში კანდიდატი არ დაუსახელებია

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 03 აგვისტო 2020
ევროპულ საქართველოს სამცხეში კანდიდატი არ დაუსახელებია მთავარი → სიახლე, პოლიტიკა 03.08.2020 პარტია „ევროპულმა საქართველომ“ რეგიონებში მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა და წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო. პოლიტიკურ ძალას, ამ ეტაპზე, ახალციხე-ადიგენი-ასპინძა-ბორჯომის ოლქში კანდიდატი არ დაუსახელებია. ეყოლება თუ არა „ევროპულ საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი ახალციხე-ადიგენი-ასპინძა-ბორჯომის საარჩევნო ოლქში, უცნობია. ამის შესახებ ვერც ადგილობრივ შტაბში საუბრობენ: „ჯერ არ მაქვს არანაირი ინფორმაცია და კომენტარს ვერ ვაკეთებ“, - განაცხადა „სამხრეთის კარიბჭესთან“ ახალციხის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გელა დემეტრაძემ. დღეს, პარტიამ 16 მაჟორიტარულ ოლქში წარდგენილი კანდიდატები დაასახელა, მათ შორის ახალქალაქი-ნინოწმინდაში არსენ კარაპეტიანი.კადიდატები იქნებიან:- გიგა ბოკერია - ფოთი, ხობის და სენაკის მაჟორიტარული ოლქი- გიგი უგულავა - ზუგდიდის მაჟორიტარული ოლქი- ელენე ხოშტარია - ვაკის მაჟორიტარული ოლქი- შალვა შავგულიძე - მთაწმინდისა და კრწანისის მაჟორიტარული ოლქი- გიგი წერეთელი - ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მაჟორიტარული ოლქი- ტარიელ ნაკაიძე - ხელვაჩაურის ნაწილის, ქედის, შუახევისა და ხულოს მაჟორიტარული ოლქი- ირმა ნადირაშვილი - რუსთავისა და გარდაბნის ნაწილის მაჟორიტარული ოლქი- ოთარ კახიძე - ქუთაისის მაჟორიტარული ოლქი- სერგო რატიანი - საჩხერე, ჭიათურა და ხარაგაულის მაჟორიტარული ოლქი- ზურაბ ჭიაბერაშვილი - თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარული ოლქი- გიორგი ღვინიაშვილი - გურჯაანის, საგარეჯოს,დედოფლისწყაროს და სიღნაღის მაჟორიტარული ოლქი- ხათუნა გოგორიშვილი - ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარული ოლქი- აჰმედ იმამკულიევი - მარნეულისა და გარდაბნის ნაწილის მაჟორიტარული ოლქი- არსენ კარაპეტიანი - ახალქალაქისა და ნინოწმინდის მაჟორიტარული ოლქი- ლელა ქებურია - წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილისა და აბაშის მაჟორიტარული ოლქი- აკაკი ბობოხიძე - სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარული ოლქიაქამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ „ევროპული საქართველო“ ახალციხე-ადიგენი-ასპინძა-ბორჯომის მაჟორიტარულ ოლქში, მხარს უჭერდა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, თუმცა დღეს, 3 აგვისტოს ვანო მერაბიშვილმა, რომელიც "ნაციონალების მაჟრიტარობის" კანდიდატად მოიაზრებოდა, არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია