სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბიოლოგიისა და ფიზიკის გამოცდების შედეგები ცნობილია

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 04 აგვისტო 2020
ბიოლოგიისა და ფიზიკის გამოცდების შედეგები ცნობილია მთავარი → სიახლე, განათლება 04.08.2020 დღეს, 4 აგვისტოს აბიტურიენტებს ფიზიკისა და ბიოლოგიის გამოცდების პირველადი შედეგების ნახვა შეეძლებათ. აბიტურიენტებს საკუთარი შედეგის ნახვა შეეძლებათ ვებ-გვერდზე online.naec.ge, რისთვისაც მათ სისტემის შესაბამის ველში უნდა მიუთითონ პირადი ნომერი და საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი. იქვე იქნება განთავსებული მათი ნაშრომის სკანირებული ასლი და მიღებული ქულა.გარდა ამისა, აბიტურიენტებს შედეგის გაგება შეეძლებათ მოკლე ტექსტური შეტყობინების საშუალებით. ამისათვის მათ მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნონ ნომერზე - 9 33 33 . მომსახურების საფასური 50 თეთრია.გუშინ, 3 აგვისტოს აბიტურიენტებისთვს ცნობილი გახდა მათემატიკისა და სახვითი/გამოყენებითი ხელოვნების გამოცდების პასუხები. [sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია