შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გემუდარებით, გულთან ახლოს მიიტანეთ - ბაჩალიაშვილის ოჯახი ამერიკის საელჩოსთან აქციას მართავს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 04 აგვისტო 2020

ამ წუთებში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი თამარ ბაჩალაიაშვილის ოჯახი ამერიკის საელჩოსთან აქციას მართავს. ოჯახი საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვს. ბაჩალიაშვილის დედამ დღეს, 4 აგვისტოს ამერიკის ელჩს, კელი დეგნანს სთხოვა, რომ დაეხმაროს საქმეში FBI-ის ჩართვასთან დაკავშირებით.

გემუდარებით, გეჩოქებით, კელი დეგნან, გულთან ახლოს მიიტანეთ, ამერიკის მთავრობავ გთხოვ, აქ ვერ მივაღწიე სამართალს 18 დღეა, გემუდარებით, ჩემი უმანკო კრავი ყველანაირ ლაფში ამოსვარეს, ათასნაირ ცილს წამებენ, - თქვა ბაჩალიაშვილის დედამ.

ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი ამ დროისთვის სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში იმყოფება, სადაც ბაჩალიაშვილის კუთვნილი კომპიუტერიდან არსებული ინფორმაცია უნდა მიიღოს. ამ ინფორმაციის გაცნობის შემდეგ რამიშვილი მედიასთან კომენტარს გააკეთებს.

კლონირება დასრულებულია, დეშიფვრაცია მიმდინარეობდა, როგორც ჩანს, ესეც დასრულდა, ეს დაკავშირებული იყო იმასთან, რამდენად შესაძლებელია ის ფაილები აღდგენილიყო, რომლის წაკითხვაც სავალდებულოა და შედეგად გეცოდინება რა ინფორმაცია ინახებოდა თამუნას კომპიუტერში, - თქვა მიხერილ რამიშვილმა.

აქციაზე მივიდა მალხაზ მაჩალიკაშვილიც, რომელმაც ოჯახს თანადგომა გამოუცხადა და თქვა, რომ მათ გვერდით იდეგბა. მაჩალიკაშვილის აზრით, თამარ ბაჩალიაშვილის მკვლელობა სახელმწიფოს დანაშაულია და სიმართლის გასარკვევად ისიც იბრძოლებს.

ბაჩალიაშვილის დედა აპირებს, რომ შიმშილობა დაიწყოს, თუ სამ დღეში კითხვებზე პასუხები არ ეცოდინება.

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. მანამდე კი ეფექტური გამოძიების მოთხოვნით, გუშინ, გოგოს ახლობლებმა და ოჯახისწევრებმა პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.

კომპანია ZAG-ის მფლობელი აბრაჰამ რეირბახის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილი სამსახურიდან წასვლას აპირებდა. მისმა ოჯახმა კი დაზუსტებით არ იცის, რას აკეთებდა 23 წლის პროგრამისტი თავის სამსახურში.  

25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია