გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ეშინიათ, მაგრამ მიშა ისედაც მოქცეულია სათავეში!"- გელბახიანი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 05 აგვისტო 2020

„როცა ამბობ მიშაზე უარს, მაშინ გინდა ბიძინა!..
ეშინიათ, რომ მიშა არ მოექცეს სათავეში??..
მიშა ისედაც მოქცეულია სათავეში!"..
............
„გამოვიდა გუშინწინ სააკაშვილი და მიმართულება აღებული ჰქონდა მხოლოდ თავის პარტიაზე... გახადეს ეს კაცი იძულებული, რომ ეს ექნა.

თქვა სააკაშვილმა, რომ დღევანდელ ვითარებაში ერთიანი საარჩევნო სია იყო ყველაზე სწორი ტაქტიკური ნაბიჯი..
და რატომ თქვეს უარი?.. რა არის მიზეზი?
არ უნდათ სააკაშვილი...

ახლა ვიკითხოთ ლოგიკურად:
თუ სააკაშვილი არ გინდა, მაშინ ვინღა რჩება?..
ქოცები გდომებია მაშინ, ხომ?!..
აბა სხვა ლოგიკა არ აქვს ამას.. იმიტომ, რომ ორი პოლიტიკური ლიდერის გარშემო იკვრება ელექტორატი. ვამბობ ელექტორატს და არა პარტიებს..
ერთი არის სააკაშვილი და მეორე - ივანიშვილი.
ამას ვერავინ ვერ აუვლის გვერდს, ეს მოცემულობაა!
რაც არ უნდა ირბინო შუაში, ვერაფერს გააკეთებ!
და როცა ამბობ მიშაზე უარს, ამით თანხმობას აძლევ ბიძინას!

რა ლოგიკით თქვეს უარი სააკაშვილის ინიციატივაზე - ერთიან სიაზე?..
რა უნდათ ამათ საერთოდ??...

ეშინიათ, რომ მიშა არ მოექცეს სათავეში??..
მიშა ისედაც მოქცეულია სათავეში!..

უნდათ თუ არა, ასეა!
მიშას ჰყავს ელექტორატი მხოლოდ!
ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად ყველას მიმართ, მთავარი ფიგურა და გამწევი ძალა არის მიშა სააკაშვილი!"..

ვალერი გელბახიანი
TV-კავკასია 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია