შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"სააკაშვილი წარსულის წარსულია"- სოზარ სუბარი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 05 აგვისტო 2020

პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ “ნაციონალური მოძრაობა“ წარსულია და სააკაშვილი კიდევ იმ წარსულის ყველაზე მძიმე წარსული”.

მისივე თქმით, სააკაშვილი გზაკვალარეული ადამიანია, რომელსაც არანაირი ბერკეტი არ აქვს.

„ეს არის ადამიანი, რომელსაც ვერ გაურკვევია რომელი ქვეყნის მოქალაქეა, რაზე ილაპარაკოს, რომელ ქვეყანას ელაპარაკოს, რომელი ქვეყნის მოსახლეობას ელაპარაკოს, რა უნდა საერთოდ ცხვორებაში… დაბნეული და გზაკვალარეული ადამიანია, რომელსაც უცებ, როცა ჰგონია, რომ უკრაინაში რაღაც პერსპექტივა აქვს, ამბობს, რომ ის არის ევროპის ყველაზე დიდ ქვეყანაში წარმატებული ადამიანი და საქართველოსნაირი პატარა ქვეყნები არ აინტერესებს და რა წამსაც აღმოაჩენს, რომ იმ ქვეყანაშიც არავის აინტერესებს, ისეთი თანამდებობა აქვს, რომ არანაირი ბერკეტი არ აქვს, საჯარო მოხელეც კი არაა, ისევ იწყებს საქართველოზე საუბარს“, – განაცხადა სუბარმა.

მანვე აღნიშნა, რომ მაჟორიტარულ ოლქებში, სადაც ოპოზიცია გაერთიანდება, „ქართული ოცნება“ ერთ კანდიდატს დაამარცხებს, იქ, სადაც ბევრი კანდიდატი ეყოლება ოპოზიციას, მმართველი პარტია, ბევრს დაამარცხებს.

„ყველა მაჟორიტარულ ოლქს მოვიგებთ, ისევე როგორც პროპორციული სიით გვეყოლება უმრავლესობა. ამაში ვარ დარწმუნებული მეც და მგონი თვითონაც, უბრალოდ იხტიბარს არ იტეხენ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია