შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რა ფორმით განახლდება სწავლა 15 სექტემბერს, უცნობია

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 06 აგვისტო 2020

სკოლებსა და უმაღლეს დაწესებულებებში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება. თუმცა კონკრეტულად რა რეკომენდაციებით მოუწევთ მოსწავლეებსა და სტუდენტებს აუდიტორიებში დაბრუნება, უცნობია.

მარტში შეწყვეტილი სასწავლო პროცესი, რომ ჩვეულ დროს გაგრძელდება, ამაზე განათლების მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. 

განათლების მინისტრისგან განსხვავებით მოსალოდნელ კონკრეტულ შეზღუდვებთან დაკავშირებით ისაუბრა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ. მისი განმარტებით, საკლასო ოთახში სწავლა ტრადიციულ სტილში ვეღარ გაგრძელდება და კალსებში ბავშვების მხოლოდ შეზღუდულ რაოდენობას დაუშვებენ. რას მოუხერხებენ სკოლებს, სადაც ერთ კალსში ბავშვების რაოდენობა 20 მოსწავლეს აჭარბებს, ჯერ არავინ იცის. 

საბოლოოდ, ხელისუფელბა ჯერ ისევ არ ჩამოყალიბებულა, როგორ გაგრძელდება სასწავლო პროცესი. ამის დასტურია ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებაც. დიმიტრი ხუნდაძე არ გამორიცხავს, რომ სწავლა ელექტრონულს რეჟიმზეც გადავიდეს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დღეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებსაც შეხვდა, სადაც მოსალოდნელ მეორე ტალღაზე ისაუბრეს.

რამდენად ეფექტურად გაუმკლავდება განათლების სისტემა კოვიდ პანდემიის დროს სწავლის აუდიტორიებში გაგრძელებას, ამასთან დაკავშირებით კითხვები აქვთ განათლების ექსპერტებს. ამბობენ, რომ ჩხენკელის უწყება სასწავლო პროცესის განახლებისთვის მზად არ არის.

სწავლის დაწყებამდე არც თუ ისე დიდი დრო რჩება, თუმცა, რა პრევენციულ ღონისძიებებს გაატარებს განათლების სამინისტრო და რა ფორმით განახლდება სასწავლო პროცესი, გაურკვეველია.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია