უეფას მედიაოფიცერი და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელი, ჟურნალისტი, მამუკა კვარაცხელია ჭანჭათში მიღებული შთაბეჭდილებების შესახებ სოციალურ ქსელსი წერს:
"N1 გმირის, ვალოდია გოგუაძის სოფელ ჭანჭათში ვარ, სადაც ასფალტის გზაც არასდროს ყოფილა. პატარებს ბურთები და მაისურები ვაჩუქე - ეგრევე დაიწყეს თამაში! გავიცანი საოცარი ხალხი - სკოლის დირექტორი ილია ვადაჭკორია, ირაკლი ტოროტაძე, ზურა ჩაჩანიძე, სკოლის რემონტშიც ვღვარე ოფლი და რამდენიმე საათში უკან მობრუნებული გავხევდი: ბიჭები ისევ თამაშობდნენ, ფეხშიშვლები!!! ჩემი მანქანა რომ დაინახეს, გარს შემომეხვივნენ პატარები: ბიძია, მართლა ჩამოხვალ? არ მოგვატყუებ? მართლა ჩამოგვიტან ფორმებს და ბურთებს?
...ბავშებს მოვერიდე, ტყეში გავედი და კარგა ხანს ვიტირე ამხელა კაცმა...21-ე საუკუნეში ჩვენმა სისხლმა და ხორცმა ასფალტიანი გზა არ იცის და ბურთიც კი არა აქვთ სათამაშოდ... ჩვენ კი გაქსუებულ თბილისელებს წყლისა და შუქის საათიანი წყვეტა და ვაკის საცობი ვერ აგვიტანია... გულდამძიმებული მოვდიოდი დედაქალაქისკენ და ზურგს მიწვავდა პატარა გურულების იმედიანი თვალები..." - წერს მამუკა კვარაცხელია და ჭანჭათში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს