კახეთი
თელავში სტიქიისგან დაზიანებული სახლების გადახურვა მიმდინარეობს
საზოგადოება
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
08 აგვისტო 2020
თელავის მუნიციპალიტეტში მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები
ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
დაზიანებული სახლის სახურავების გადახურვა მიმდინარეობს თელავსა და
სოფლებში: კონდოლში, კურდღელაურსა და ნაფარეულში ამ ეტაპზე
სრულად გადაიხურა გადაუდებელი აუცილებლობის მქონე 93 საცხოვრებელი
სახლი. სახურავის ამოცვლის სამუშაოები 44 საცხოვრებლ ბინაში
მიმდინარეობს.
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს 9 კომპანიის 200 თანამშრომელი
ასრულებს.