გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

12 წლის განმავლობაში რუსული ჯარები უკანონოდ იმყოფებიან საქართველოს ტერიტორიაზე - ჯეიმს აპატურაი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 08 აგვისტო 2020

საქართველოში რუსული არმიის შემოჭრისა და 2008 წლის აგვისტოს ომის 12 წლისთავს ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი Facebook-ზე ეხმაურება:

„12 წლის განმავლობაში რუსული ჯარები უკანონოდ იმყოფებიან საქართველოს ტერიტორიის 20%-ზე, რის შედეგადაც, ათასობით ადამიანი საკუთარი სახლებიდან და მიწიდან გადაადგილებულია. ნატო კვლავ განაგრძობს საქართველოს აღიარებას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები და გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან“, – წერს აპატურაი.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია