სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მთავრობის ინიციატივა კომპენსაციებზე და NGO-ების შეფასებები

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 07 აგვისტო 2020
მთავრობის ინიციატივა კომპენსაციებზე და NGO-ების შეფასებები მთავარი → სიახლე, პოლიტიკა 07.08.2020 პიარის ელემენტები, პარტიისა და მთავრობის გამიჯვნა – არასამთავრობო სექტორი ხელისუფლების მიერ წარმოდგენილ სოციალური დახმარების ახალ პაკეტზე საუბრობს. მთავრობა, კორონავირუსის პერიოდში, მოქალაქეების კომპენსაციის ფარგლებში 200-ლარიან ერთჯერად დახმარებას გასცემს 0–დან 17 წლამდე ყველა ბავშვზე, მოხდება კომუნალური გადასახადების სუბსიდირება, ასევე, კომპენსაციას მიიღებენ ის თვითდასაქმებულებიც, რომლებსაც არასრული დოკუმენტაცია ჰქონდათ და სოციალურად დაუცველ სტუდენტებს ერთი სემესტრის სწავლის საფასური აუნაზღაურდებათ.მთავრობის ეს გადაწყვეტილება ემთხვევა 2020 წლის წინასაარჩევნო პერიოდს.„დემოკრატ მესხთა კავშირის“ ხელმძღვანელი, გია ანდღულაძე, ამბობს რომ ხელისუფლებამ უნდა დაამტკიცოს რომ აქვს კონკრეტული გეგმა მოსახლეობის დახმარების და გააქარწყლოს ის ეჭვი, რაც ადამიანებს უჩნდებათ, რომ ეს არის წინასაარჩევნო ამბავი.„ამ წუთში ვერ ვიტყვი რომ მთავრობის პროგრამას მოსყიდვის სახე აქვს, თუმცა აშკარად იძენს პიარის ელემენტებს. ფულის დარიგება კრიზისიდან ვერ გამოიყვანს მძიმე მდგომარეობაში მყოფ მოსახლეობას. ეს არის კონკრეტულ ადამიანებზე მცირედი დახმარება, რომელიც არანაირად არ იმოქმედებს კრიზისიდან გამოსვლაზე“. „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ საარჩევნო პროგრამის ხელმძღვანელის, ლევან ნატროშვილის განცხადებით, მარტივი არ არის ხელისუფლების მიერ წარმოდგენილ სოციალური დახმარების პაკეტის შეფასება, რადგან შემთხვევაც არ არის მარტივი. "ერთის მხრივ, რომ არ ყოფილიყო პანდემია, რა თქმა უნდა, გვექნებოდა კრიტიკული შეფასებები. წელს გვაქვს უპრეცედენტი შემთხვევა, პანდემიის გამო ბევრმა ადამიანმა დაკარგა შემოსავალი, სამსახური, ეკონომიკა მცირდება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ჩვენ დრამატულად არ ვუყურებთ ამ პროგრამებს და ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია მთავრობა ბიუჯეტიდან, შესაძლებლობების ფარგლებში დაეხმაროს იმათ, ვისაც შეუმცირდა შემოსავალი და გაუჭირდა", – ამბობს ლევან ნატროშვილი.მისივე თქმით, რა დახმარებებიც წარმოადგინა მთავრობამ ჯდება ლოგიკურ ჩარჩოში. "ჩვენც ძაან გვიჭირს რომ ცალსახა პოზიცია გვქონდეს ამ თემასთან დაკავშირებით, ერთის მხრივ, არჩევნებზე ნეგატიურ გავლენას მოახდენს იმ მხრივ, რომ მნიშვნელოვან უპირატესობის მოპოვებას შეძლებს სახელისუფლებო პარტია, მეორეს მხრივ გვესმის რეალობა, რომ ქვეყანაში ადამიანებს რეალურად უჭირთ, აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ნეიტრალურად შევაფასოთ ეს პროექტები. მნიშვნელოვანია, რომ ამომრჩეველმაც და ხელისუფლებამაც გაიაზროს – ეს თანხა არის გადასახადებიდან შესული ფული და ეს არ არის პარტიის ფული, გამიჯვნა უნდა შევძლოთ მთავრობისა და პარტიის“.ასოციაცია „ტოლერანტის“ დირექტორის, ცირა მესხიშვილის აზრით, ევროპის ქვეყნებში ძალიან სერიოზული დახმარებები გაიცა მოსახლეობაზე პანდემიასთან დაკავშირებით და ამაში არაფერია გასაკვირი."ყველა სახელმწიფო ვალდებულია დაეხმაროს თავის მოსახლეობას“, – ამბობს ცირა მესხიშვილი და ამატებს – „მაგრამ ბუნებრივია გაჩნდა ეჭვი, რომ ეს არის წინასაარჩევნოდ გაკეთებული. დიახ, იქნება ეჭვი და არ უნდა ეწყინოს ხელისუფლებას. რამდენიმე თვეა დარჩენილი არჩევნებამდე და ეჭვი იქნება ოპონენტების მხრიდანაც. მე პირადად, სოციალურ დახმარებებში ცუდს ვერაფერს ვერ ვხედავ“.[გულო კოხოძე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია