კახეთი
კახეთში აღებული 180 ტესტიდან ერთი პოზიტიურია
საზოგადოება
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
11 აგვისტო 2020
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული
ცენტრის კახეთის განყოფილებისინფორმაციით, ამ დროისთვის კარანტინის 4
ლოკაციაზე იმყოფება 275 მოქალაქე. თვითიზოლაციაში იმყოფება 30
მოქალაქე, მოიხსნა 3 .
მიმდინარეობს 15 ივნისს მიღებული საქართველოს მთავრობის განკარგულება
# 975-ის შესაბამისად განსაზღვრული სავალდებულო ტესტირებას
დაქვემდებარებული პრიორიტეტული პირების ტესტირება. 10 ივლისს აღებული
და PCR ტესტირებისათვის გაგზავნილი იქნა 180 ნიმუში. ყველა ნიმუშის
ტესტირების შედეგი ცნობილია, მათგან ერთი შედეგი პოზიტიურია.
სულ კახეთის რეგიონში აღებული და ლუგარის ცენტრში გაგზავნილია 11651
ნიმუში, აქედან 4402 მედპერსონალია, შშმ პირი -536 , ტრაილერის მძღოლი
57, საქალაქო ტრანსპორტის მძღოლი 182, შსს- 1313.