შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მშვიდობაურელთა ულტიმატუმი ხელისუფლებას-გინდათ არჩევნების ჩატარება? გააკეთეთ წყალი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 11 აგვისტო 2020

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბახვის თემის სოფელ მშვიდობაურის მოსახლეობამ დღეს ბახვის ცენტრში საპროტესტო აქცია გამართა

რამდენიმე ათეული მშვიდობაურელი წვიმაში შეიკრიბა და ამ სოფლისადმი ხელისუფლების უყურადღებობა გააპროტესტა

მშვიდობაურელების განცხადებით, სოფელში არჩევნები არ ჩატარდება თუ არჩევნებამდე წყლის პრობლემა არ მოგვარდა.

ჟღენტი ლამარა, სოფლის მკვიდრი - ჩვენ თვითონ არ ვყოფილვართ ქალაქში და არ გავსაუბრებივართ გამგებელს. ველოდებით.  თბილისშიაო გვითხრეს (ეტყობა აქციის მონაწილეები მოატყუეს, რადგან ოზურგეთის მერი თბილისში არ არის-რედ), ჩამოვა  და გავესაუბრებით. გვეუბნებიან ტენდერში თუ გავიმარჯვეთ დაგეხმარებითო თუ არ გევიმარჯვეთ, მაშინ იმასაც გვეტყვიან როდის გაგვიკეთებენ და მერე ვიზამთ ჩვენ ჩვენს გასაკეთებელს. თუ იქნება უარი, პირობას ვაძლევთ არჩევნები ჩვენს სოფელში არ ჩატარდება.  ოღონდ  ჯერ გამგებელს უნდა შევხვდეთ.

დონდოლაძე ფოთოლა, მშვიდობაურის მკვიდრი--გვპირდებიან სამი წელია. წყალს ვითხოვთ.  ვიხრჩობით  უწყლოდ. ახლა რომ გაწვიმდა ერთი სული მაქ წევიდე და თუ რამე ჭურჭელი მაქ გავრეცხო, რომ აგი წყალი  მაინც ვისარგებლო.

ნათელა მჟავანაძე - მხოლოდ და მხოლოდ  წყალი, პირველი ადამიანს ესაჭიროება  წყალი.  გაზი გვაქვს.  გაზზე რა დავადგა  თუ არ გვექნება წყალი. თუ არ გავრეცხეთ, თუ არ ვჭამეთ, საჭმელსაც, რომ შეჭამ წყალის  დაყოლება გინდა, დეიხრჩობი ისე ადამაინი.  სამი წელი ვიხრჩობით უწყლოდ და არაა საშველი. არ ვიცით  რატო არ გაკეთდა  ამდენი ხანი. ერთ წელიწადს ერთი პროექტიო, მეორე წელიწადს  სხვა პროექტიო. ხან „ნაციონალები“, ხან „ოცნება“-ო.  ჩვენ არ გვაინტერესებს არც „ნაციონალები“ და  არც „ოცნება“, ჩვენ  მხოლოდ,  წყალი გვინდა. ერთადერთი რაცხა მოხდა - ტენდერია მოსულიო გამოაცხადა ტელევიზორმა და ჩვენი სოფელი საერთოდ არ იყო ნახსენები.

ლალი ახალავა,  სოფლის მკვიდრი -  ჩვენ გამოვედით ჩვენს  საკრებულოში პირველად და  გავესაუბრეთ   სოფლის გამგებელს.  ჩაფიქრებული გვქონდა, უკვე,  რომ გადაგვეკეტა  ცენტრალური გზა.  მოვითხოვეთ ჩვენი დეპუტატი, რომლის დიდი იმედი გვაქვს.  ამ პიროვნებამ დიდი  პატივი გვცა გაზი იყო თუ განათება. თუ რამე იყო  გვერდში გვიდგას. შევეკითხეთ.  ვითხოვთ პირადად  იმ გადაწყვეტილებას, რომ ჩვენ წყალზე რა გვეშველება. უკიდურეს დღეში ვართ.  ჩვენ არ გავჩერდებით, მანამ სანამ საფუძველს არ დავინახავთ იმისა, რომ ჩვენ წყლის მოლოდინი გვაქვს და ველოდებით მაგას.

ეროდი გორდელაძე, ბახვის მაჟორიტარი დეპუტატი--დღეს შეკრებილი იყო ხალხი, რომლებმაც მოითხოვეს ჩემთან შეხვედრა, წყალთან დაკავშირებით. ამოვედი  და ამ ხალხს განვუმარტე, რომ დაფინანსების წყარო მოპოვებულია. საპროექტო სამუშაოები შეასრულა სომხურმა კომპანიამ, რომელიც ამ წუთში ექსპერტიზას გადის. ექსპერტიზის დამტკიცების შემდეგ იქნება ტენდერი. ტენდერში გამარჯვებული კომპანია დაიწყებს მშენებლობას.  შეიძლება  ეს პასუხი ერთ თვეში  იყოს.  სწორედ, ამიტომაც ამ ხალხს მიაჩნიათ, რომ არ დავაგვიანოთო ჩქარა დევიწყოთ არჩევნებამდე  სატენდერო კომისიაო.  ამას  დრო სჭირდება, დააგვინდება.

აქ  ორი  პარტიაა შეკრებილი. ერთი   „ნაციონალები“-ს  მხარე, რომელიც აქტიურობს  ცალკე და მეორე პარტია კი  ცალკე და იმაშია განსხვავება.

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბახვის თემის სოფელ მშვიდობაურის მოსახლეობამ დღეს ბახვის ცენტრში საპროტესტო აქცია გამართა

რამდენიმე ათეული მშვიდობაურელი წვიმაში შეიკრიბა და ამ სოფლისადმი ხელისუფლების უყურადღებობა გააპროტესტა

მშვიდობაურელების განცხადებით, სოფელში არჩევნები არ ჩატარდება თუ არჩევნებამდე წყლის პრობლემა არ მოგვარდა

ჟღენტი ლამარა, სოფლის მკვიდრი - ჩვენ თვითონ არ ვყოფილვართ ქალაქში და არ გავსაუბრებივართ გამგებელს. ველოდებით.  თბილისშიაო გვითხრეს (ეტყობა აქციის მონაწილეები მოატყუეს, რადგან ოზურგეთის მერი თბილისში არ არის-რედ), ჩამოვა  და გავესაუბრებით. გვეუბნებიან ტენდერში თუ გავიმარჯვეთ დაგეხმარებითო თუ არ გევიმარჯვეთ, მაშინ იმასაც გვეტყვიან როდის გაგვიკეთებენ და მერე ვიზამთ ჩვენ ჩვენს გასაკეთებელს. თუ იქნება უარი, პირობას ვაძლევთ არჩევნები ჩვენს სოფელში არ ჩატარდება.  ოღონდ  ჯერ გამგებელს უნდა შევხვდეთ.

დონდოლაძე ფოთოლა, მშვიდობაურის მკვიდრი--გვპირდებიან სამი წელია. წყალს ვითხოვთ.  ვიხრჩობით  უწყლოდ. ახლა რომ გაწვიმდა ერთი სული მაქ წევიდე და თუ რამე ჭურჭელი მაქ გავრეცხო, რომ აგი წყალი  მაინც ვისარგებლო.

ნათელა მჟავანაძე - მხოლოდ და მხოლოდ  წყალი, პირველი ადამიანს ესაჭიროება  წყალი.  გაზი გვაქვს.  გაზზე რა დავადგა  თუ არ გვექნება წყალი. თუ არ გავრეცხეთ, თუ არ ვჭამეთ, საჭმელსაც, რომ შეჭამ წყალის  დაყოლება გინდა, დეიხრჩობი ისე ადამაინი.  სამი წელი ვიხრჩობით უწყლოდ და არაა საშველი. არ ვიცით  რატო არ გაკეთდა  ამდენი ხანი. ერთ წელიწადს ერთი პროექტიო, მეორე წელიწადს  სხვა პროექტიო. ხან „ნაციონალები“, ხან „ოცნება“-ო.  ჩვენ არ გვაინტერესებს არც „ნაციონალები“ და  არც „ოცნება“, ჩვენ  მხოლოდ,  წყალი გვინდა. ერთადერთი რაცხა მოხდა - ტენდერია მოსულიო გამოაცხადა ტელევიზორმა და ჩვენი სოფელი საერთოდ არ იყო ნახსენები.

ლალი ახალავა,  სოფლის მკვიდრი -  ჩვენ გამოვედით ჩვენს  საკრებულოში პირველად და  გავესაუბრეთ   სოფლის გამგებელს.  ჩაფიქრებული გვქონდა, უკვე,  რომ გადაგვეკეტა  ცენტრალური გზა.  მოვითხოვეთ ჩვენი დეპუტატი, რომლის დიდი იმედი გვაქვს.  ამ პიროვნებამ დიდი  პატივი გვცა გაზი იყო თუ განათება. თუ რამე იყო  გვერდში გვიდგას. შევეკითხეთ.  ვითხოვთ პირადად  იმ გადაწყვეტილებას, რომ ჩვენ წყალზე რა გვეშველება. უკიდურეს დღეში ვართ.  ჩვენ არ გავჩერდებით, მანამ სანამ საფუძველს არ დავინახავთ იმისა, რომ ჩვენ წყლის მოლოდინი გვაქვს და ველოდებით მაგას.

ეროდი გორდელაძე, ბახვის მაჟორიტარი დეპუტატი--დღეს შეკრებილი იყო ხალხი, რომლებმაც მოითხოვეს ჩემთან შეხვედრა, წყალთან დაკავშირებით. ამოვედი  და ამ ხალხს განვუმარტე, რომ დაფინანსების წყარო მოპოვებულია. საპროექტო სამუშაოები შეასრულა სომხურმა კომპანიამ, რომელიც ამ წუთში ექსპერტიზას გადის. ექსპერტიზის დამტკიცების შემდეგ იქნება ტენდერი. ტენდერში გამარჯვებული კომპანია დაიწყებს მშენებლობას.  შეიძლება  ეს პასუხი ერთ თვეში  იყოს.  სწორედ, ამიტომაც ამ ხალხს მიაჩნიათ, რომ არ დავაგვიანოთო ჩქარა დევიწყოთ არჩევნებამდე  სატენდერო კომისიაო.  ამას  დრო სჭირდება, დააგვინდება.

აქ  ორი  პარტიაა შეკრებილი. ერთი   „ნაციონალები“-ს  მხარე, რომელიც აქტიურობს  ცალკე და მეორე პარტია კი  ცალკე და იმაშია განსხვავება.

 

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია