გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ა ნ ო ნ ს ი: ოზურგეთში სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში, გამარჯვებული მონაწილეების ჩართულობით პიკნიკი გაიმართება

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 11 აგვისტო 2020

 ა ნ ო ნ ს ი

13 აგვისტო

#სამოქალაქოფესტივალი

2020 წლის 1️⃣3️⃣ აგვისტოს, 1️⃣8️⃣0️⃣0️⃣ საათზე, ოზურგეთის კულტურისა და დასვენების პარკში, სამოქალაქო ბიუჯეტის „იყავი თანამმართველის“ ფარგლებში პროექტის გამარჯვებული მონაწილეების ჩართულობით პიკნიკი გაიმართება.

პიკნიკის მიზანია ინოვაციური პროექტის „იყავი თანამმართველის“ 2020 წლის შედეგების საინტერესო ფორმით წარმოჩენა და სამოქალაქო ბიუჯეტის პოპულარიზაცია.

პირველად ქალაქ ოზურგეთში, მოქალაქეები, ხმის
ექტრონული ვაუჩერებით ინფრასტრუქტურულ პროექტებს დააფინანსებენ.

პირდაპირი დემოკრატიის პრინციპებზე დაფუძნებულ სამოქალაქო ბიუჯეტის ახალი პროექტს ოზურგეთის მუნიციპალიტეტი განსხვავებული ფორმატით ახორციელებს და დღეისათვის მას ანალოგი არ აქვს.

„იყავი თანამმართველში“ მსოფლიოში მოქალაქეთა ჩართულობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა და აქტიური ამომრჩევლების დაახლოებით 40% შეადგინა.

ხმის მიცემა ონლაინ პლატფორმაზე https://votes.oz.gov.ge/ მიმდინარეობდა.

მოსახლეობის გადაწყვეტილებით გამოვლინდა 10 გამარჯვებული პროექტი.

პიკნიკის სივრცეში მოეწყობა ინტერაქციული გამოფენები. ღია ცის ქვეშ გაიმართება პარტიციპაციის კაფე, სადაც მოქალაქეები პროექტის შესახებ მოსაზრებებსა და იდეებს დაფიქსირებენ.

სამოქალაქო პიკნიკის დასასრულს ადგილობრივი ხელისუფლება, პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, გამარჯვებულებს სიმბოლური ვაუჩერებით დააჯილდოებენ.

პროექტს „იყავი თანამმართველი“ წელს ქალაქ ოზურგეთის ადმინისტრაციულ საზღვრებში მუნიციპალიტეტი ახორციელებს.
„იყავი თანამმართველი“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 300 000 ლარით დაფინანსდა.
ღონისძიების მხარდამჭერები არიან: „სოლიდარობის ფონდი პლ საქართველოში,“ „პროგრესის სახლი“ და „გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი.“

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია