შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

როგორ ემზადება ახლადრეაბილიტირებული ოზურგეთის თეატრი, ანზორ ერქომაიშვილის იუბილესთვის- ფოტოამბავი

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 10 აგვისტო 2020

როგორ ემზადება ახლადრეაბილიტირებული ოზურგეთის თეატრი, ანზორ ერქომაიშვილის იუბილესთვის- ფოტოამბავი 

რამოდენიმე წუთში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დრამატული თეატრის თაღებში ქართველი გამოჩენილი მომღერლისა და ლოტბარის, ანზორ ერქომაიშვილის 80 წლის იუბილე აღინიშნება.

იუბილეზე გამართულ კონცერტზე იმღერებენ ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი ,,რუსთავი", ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი ,,ბასიანი", მესტიის ანსამბლი ,,რიჰო', კახეთიდან ანსამბლი ,,შილდა", ხულოს უხუცესთა ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ბერმუხა', გალობის უნივერსიტეტის გოგონათა გუნდი, მგალობელ-მომღერალთა ანსამბლი ,,შემოქმედი" და გენიალური გურული ტრიო - შალვა ჩემო.

კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, სამწუხაროდ, დამსწრეთა რიცხვი შეზღუდულია. მსურველებს შეეძლებათ, კონცერტს სპეციალურად მათთვის დამონტაჟებული ეკრანიდან ადევნონ თვალი.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან: საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი, საქველმოქმედო ფონდი ,,ქართული გალობა" და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია.

შეგახსენებთ, თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები 18 მილიონი ლარით ფონდი „ქართუმ" დააფინანსა.

 


დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია