სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბორჯომში X-XI საუკუნის სარკოფაგი აღმოაჩინეს

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 11 აგვისტო 2020
ბორჯომში X-XI საუკუნის სარკოფაგი აღმოაჩინეს მთავარი → სიახლე, საზოგადოება 11.08.2020 ბორჯომში, სოფელ ყვიბისთან, ბერის საყდრების მონასტერთან არქეოლოგიური გათხრებისას X-XI საუკუნის სარკოფაგი აღმოაჩინეს, რომელიც სავარაუდოდ იმ პერიოდში მოღვაწე ბერებს ეკუთვნით. კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის თქმით, აღმოჩენილი სარკოფაგი მნიშვნელოვანია როგორც ტაძრის არქეოლოგიური სტრუქტურის, ასევე რეგიონის ისტორიისა და კულტურის შესწავლისთვის. არექოლოგებმა სამარხში მონეტა და კერამიკის ნივთები იპოვეს.„სარკოფაგების შესწავლა მოგვცემს საშუალებას გავიგოთ როგორ იკრძალებოდნენ იმ პერიოდში ბერები, ძალიან საინტერესო იქნება მათი შესწავლა“– გვითხრა სააგენტოს დირექტორმა, ნიკოლოზ ანთიძემ.მისივე თქმით, ბერის საყდრების მონასტერში კვლევითი სამუშაოები წლის ბოლომდე გასტანს, რის შემდეგაც უკვე შესაძლებელი იქნება სარესტავრაციო სამუშაოების დაწყება: „დადგინდა ტაძრის სტრუქტურა, გამოვლინდა არქიტექტურული დეტალები, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ დავიწყოთ სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტზე მუშაობა“. ბერის საყდრები აგებულია X-XI საუკუნეებში. მის მშენებლობას წმინდა გრიგოლ ხანძთელის მოწაფეების, თევდორესა და ქრისტეფორეს სამცხეში მოღვაწეობას უკავშირებენ. [რობი ზარიძე, ბორჯომი]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია