გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გიორგი ვაშაძეს ალტერნატივა არ ჰყავს - თაკო ჩარკვიანი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 12 აგვისტო 2020

“სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ ქართულ პოლიტიკაში გიორგი ვაშაძეს ალტერნატივა არ ჰყავს. ამის შესახებ მან ქუთაისში, პარტიული ბლოკის მიერ გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

თაკო ჩარკვიანის განმარტებით,  ვაშაძის პარტიასთან გაწევრიანება შემთხვევითი არ იყო. ამბობს, რომ  ვაშაძესთან ღირებულებითი თანხვედრა აქვს.

„მეკითხებიან, რატომ გაერთიანდით და რატომ მაინცდამაინც გიორგი ვაშაძე. ალბათ, თავად ვაშაძემ არ იცოდა, რომ ორი წლის განმავლობაში გამადიდებელი შუშით უყურებდა ერთი ადამიანი და ეს მე ვიყავი. ამოვარჩიე ის ადამიანი, რომელსაც უკვე გაკეთებული აქვს და არ მეშინია იმის, რომ მე ახლა უნდა ველოდო, როდის რას მოიფიქრებს და გააკეთებს. მე ვნახე მისი ნამუშევარი – იუსტიციის სახლი. ვნახე მისი მუშაობა, როდესაც გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის უფროსი იყო. მიხაროდა, რომ იქ იყო ადამიანი, რომელსაც ინდივიდუალური ხმა ჰქონდა. პოლიტიკაში ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

ძლიერი ეკონომიკა რომ გქონდეს, არ უნდა ყვაოდეს კორუფცია. ამისთვის უნდა იყოს კანონი და სამართალი. მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ დღევანდელ საქართველოში გიორგი ვაშაძეს, როგორც მოტორიზებულ პროფესიონალსა და ტვინით გატენილს, ალტერნატივა არ ჰყავს. მასთან საუბრის დროს ჩვენი ღირებულებების თანხვედრა მოხდა. ზუსტად ამიტომ გავერთიანდით და შეიქმნა ეს „სტრატეგია აღმაშენებელი“ – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია