შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ამ კვლევაშიც კი "ქართული ოცნების" მიმართ მხარდაჭერა გაზრდილია- მდინარაძე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 12 აგვისტო 2020

"ქართული ოცნება" IRI-ს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებს ეჭვქვეშ აყენებს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ თუ საველე სამუშაოების ჩამტარებელმა კომპანიამ ამერიკულ კვლევით ორგანიზაციას ყალბი ინფორმაცია მიაწოდა, კვლევის პოლიტიკური ნაწილი არასწორია.

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მდინარაძე კვლევის შედეგებს არ ენდობა, ისევ ამ კვლევაზე დაყრდნობით ამბობს, რომ "ქართული ოცნების" რეიტინგი გაზრდილია.

"მსგავს კვლევებს სჭირს ერთი უცნაურობა. პირველი, არ ვიცით ვინ ატარებს საველე სამუშაოებს. თუ საველე სამუშაოების ჩამტარებელი ქართული ორგანიზაცია ისეთ ავტორიტეტულ ორგანიზაციას, როგორის არის IRI, მიაწოდებს ყალბ და არასწორ მონაცემებს, ამ შემთხვევაში კვლევის შედეგები და მისი პოლიტიკური ნაწილი, რატომღაც არასწორი იქნება. ამ კვლევაშიც კი "ქართული ოცნების" მიმართ მხარდაჭერა გაზრდილია, "- თქვა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა კვლევის შედეგები 12 აგვისტოს გამოაქვეყნა.

კითხვაზე, მომდევნო კვირა დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები იმართებოდეს, რომელ პარტიას დაუჭერდით მხარს - შედეგები ასეთია:

  • "ქართული ოცნება" - 33 % - პირველი არჩევანი, 2 % მეორე არჩევანი;
  • "ნაციონალური მოძრაობა" - 16 % პირველი არჩევანი,- 4% მეორე არჩევანი;
  • "ევროპული საქართველო" - 5% პირველი არჩევანი - 6 % მეორე არჩევანი;
  • "ახალი საქართველო - სტრატეგია აღმაშენებელი" - 3% პირველი არჩევანი - 4 % მეორე არჩევანი;
  • "პატრიოტთა ალიანსი" - 3% პირველი არჩევანი - 5 % მეორე არჩევანი;
  • "ლეიბორისტული პარტია" -2% პირველი არჩევანი - 4 % მეორე არჩევანი;
  • "სამოქალაქო მოძრაობა" [ალეკო ელისაშვილის პარტია] - 2% პირველი არჩევანი - 3% მეორე არჩევანი;
  • "ლელო საქართველოსთვის" - 2% პირველი არჩევანი - 3 % მეორე არჩევანი;
  • "გირჩი" - 2% პირველი არჩევანი - 1% მეორე არჩევანი;
  • კითხვაზე პასუხი არ აქვს 17 %-ს, პასუხის გაცემაზე უარი თქვა 11%-მა.

ხოლო კითხვაზე თუ რომელ პარტიას არ დაუჭერდით მხარს არცერთ შემთხვევაში? პროცენტულად შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • "ნაციონალური მოძრაობა" - 29%;
  • "ქართული ოცნება" - 25%;
  • "გირჩი" - 16%;
  • "პატრიოტთა ალიანსი" - 12%;
  • "ლეიბორისტული პარტია" - 9%;
  • "სამართლიანობისთვის" - 9%;
  • "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო" - 9%;
  • "ევროპული საქართველო" - 7%;
  • "კონსერვატიული პარტია" - 6%;
  • "გამარჯვებული საქართველო" - 6%;
  • "ლელო საქართველოსთვის" - 6%;
  • "ახალი საქართველო - სტრატეგია აღმაშენებელი" - 5%;
  • "თავისუფალი საქართველო" - 5%;
  • "რესპუბლიკური პარტია" - 4%;
  • "სამოქალაქო მოძრაობა" [ალეკო ელისაშვილის პარტია] - 4%;
  • სხვა - 1%;
  • კითხვაზე პასუხი არ აქვს 18%-ს;
  • პასუხის გაცემაზე უარი თქვა 11%-მა.

კვლევა 4 ივნისიდან 2 ივლისის პერიოდში, პირისპირი ინტერვიუს სახით ჩატარდა. კვლევამ საქართველოს 1500 მოქალაქე მოიცვა. კვლევის ცდომილება პლუს/მინუს 2,5-ია.   

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია