ოზურგეთში, გაბრიელ ეპისკოპოსის ქუჩაზე მოძრავ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.
BMW ფირმის მსუბუქ ავტომობილს, რომელიც გაბრიელ ეპისკოპოსის ქუჩაზე, ქალაქის მიმართულებით მოძრაობდა, მოულოდნელად ცეცხლი გაუჩნდა.
როგორც "გურიის მოამბეს" თვითმხილველებმა განუცხადეს, მანქანა მიმდებარე ტერიტორიის ავტოსადგომიდან გამოვიდა და სავარაუდოდ დაძვრის დროს შეექმნა პრობლემა და ცოტა მანძილის გავლის შემდეგ ცეცხლი მოეკიდა. თვითმხილველებმა გვითხრეს რომ მანქანაში მძღოლი და ბავშვი იმყოფებოდნენ.
შს-ს თანამშრომელმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაზიანებულა და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამაშველო სამსახური და პოლიცია.
ვიდეომასალა იხილეთ აქ:
https://www.facebook.com/100011452934392/videos/1372792993112452/?id=100011452934392