გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ჟურნალისტებზე თავდასხმის 50-ზე მეტი ფაქტი და 7000 დაკავებული - ბელარუსში აქციები გრძელდება

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 13 აგვისტო 2020

ბელარუსში, უკვე მე-5 დღეა მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებები გრძელდება. ამის შესახებ BBC იუწყება.

მედიასაშუალების ინფორმაციით, სულ ბოლო დღეების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თითქმის 7 ათასი ადამიანი დააკავეს. მარტო გასული ღამის განმავლობაში პოლიციამ 700 მოქალაქე დააკავა. 

BBC-ის ცნობით, 3 დღის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით ჟურნალისტებზე თავდასხმის 50-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. 

შეგახსენებთ, რომ 9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ცესკოს პირველადი მონაცემებითვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა არჩევნებზე 80.23% მოიპოვა. ლუკაშენკოს მთავარმა ოპონენტმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ 9.9% მოპოვება შეძლო. 

ეგიტპოლის გამოქვეყნების შემდეგ, მოსახლეობა გარეთ გამოვიდა. მომიტინგეები ოფიციალური ეგზიტპოლის შედეგებს აპროტესტებდნენ.  ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ათობით ადამიანი დაშავდა, 2 კი გარდაიცვალა. 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია