ამ წუთებში აქცია მიმდინარეობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ სილაურის და ბაილეთის მოსახლეობამ ცენტრალური გზა გადაკეტა, ისინი ინერტული მასალების მომპოვებელ კომპანია "სამი ძმების" საქმიანობის შეჩერებას მოითხოვენ.
როგორც მოსახლეობა გვიყვება, კომპანია "სამი ძმების" უკან ადიკო ივანიშვილი დგას.
შეგახსენებთ, ბოლო დღეებია ინტენსიურად მიმდინარეობს აქციები. ადგილობრივი მოსახლეობა, კომპანია "სამი ძმები" მდინარე სუფსაზე ინერტული მასალების მოპოპოვების სამუშაოების განხორციელების საშუალებას არ აძლევს.