გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კორონავირუსით ინფიცირების 23 ახალი შემთხვევიდან 6-ის წყაროა ლენჯერი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 14 აგვისტო 2020

საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 23 დადასტურებული შემთხვევიდან 6-ის წყარო მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელი ლენჯერია, - აღნიშნული ინფორმაცია მედიას თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ მიაწოდა. მისი თქმით, დანარჩენი 11 პაციენტის წყარო დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტებია, 2 შემოტანილი, ე.წ იმპორტირებული შემთხვევაა და ორივე შემთხვევა სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, 1 სამედიცინო პერსონალია და 3 პაციენტის წყარო ჯერჯერობით დაუდგენელია და მიმდინარეობს ეპიდკვლევა კონტაქტებისა და წყაროს მოძიების მიზნით.

მარინა ეზუგბაიას თანახმად, გამოჯანმრთელების მაჩვენებელი 83 პროცენტია, დღევანდელი მონაცემებით ქვეყნის მასშტაბით კოვიდცენტრებში კი სულ 204 პაციენტი მკურნალობს:

„კვლავ კრიტიკული მდგომარეობით მკურნალობს რეანიმაციულ განყოფილებაში სხვადასხვა კოვიდცენტრებში 7 პაციენტი, 17 პაციენტის მდგომარეობა კვლავ მძიმედ რჩება, თუმცა პროგრესირება არც ერთ მათგანთან არ შეინიშნება“, - უთხრა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 1306-მდე გაიზარდა.

კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 17 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულია 1085.

საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 17 ადამიანი.

14 აგვისტოს დილის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 7597 და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 261.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია