შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გვარამია, რურუა, უგულავა, მელია, ოქრუაშვილი... - პოლიტიკური სასამართლო პროცესები humanrights-ის ჩამონათვალში

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 15 აგვისტო 2020

პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები - "ადამიანის უფლებათა ცენტრი"  საერთო სასამართლოებში მიმდინარე პროცესებზე დაკვირვების შედეგად იმ საქმეებს ასახელებს, რომლებიც პოლიტიკურ ნიშნებს შეიცავს.

ჩამონათვალში 20 საქმე მოხვდა. მათ შორისაა "მთავარი არხის" დამფუძნებლების, ნიკა გვარამიასა და გიორგი რურუას წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო დავები.

ასევე - "ევროპული საქართველოს" ლიდერის, გიგი უგულავას სამი საქმე - თბილისის განვითარების ფონდის, "ფულის გათეთრებისა" და ე.წ აეროპორტის ინციდენტის საქმეები.

ჩამონათვალში მოხვდა კიდევ ერთი ოპოზიციური ლიდერის, ნიკა მელიას საქმე, რომელსაც ბრალად ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა ედება. საქმე ეხება 2019 წლის 20-21 ივნისის საპროტესტო აქციას.

ორგანიზაციის შეფასებით, პოლიტიკური ნიშნები იკვეთება ირაკლი ოქრუაშვილისა და მისი დაცვის წევრის საქმეებზეც. ოქრუაშვილის შემთხვევაში საუბარია 20-21 ივნისისა და ბუტა რობაქიძის სასამართლო პროცესებზე.

ჩამონათვალში მოხვდა "გავრილოვის ღამის" სხვა პატიმრების- ბესიკ თამლიანის, ზურაბ ბუდაღაშვილის, ცოტნე სოსელიას, კახაბერ კუპრეიშვილისა და ბეჟან ლორთქიფანიძის საქმეებიც.

ჩამონათვალშია მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ მიმდინარე სასმართლო დავა; 

მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სდსს-ს ყოფილი ხელმძღვანელის, თემურ ჯანშიას პროცესები; 

ასევე - ივანე მერაბიშვილის, ზურაბ ადეიშვილის და დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე სხვადასხვა სასამართლო დავები, მათ შორის 2007 წლის 7 ნოემბრის საქმე.

"ლეიბორისტული პარტიის" წევრის, ლაშა ჩხარტიშვილის საქმე, როდესაც 2020 წლის 20 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ჩხარტიშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 3500 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია