ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მცირეწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედებასა და ცივი იარაღის ტარებაში ბრალდებული ა.ლ. დამნაშავედ ცნო.
პროკურატურის ინფორმაციით, 2019 წლის სექტემბერში, ქ.ქუთაისში, ქურდობისთვის რამდენჯერმე ნასამართლევმა და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა ა.ლ-მ მეზობლის 4 წლის გოგონას მიმართ ორჯერ განახორციელა გარყვნილი ქმედება. ასევე ა.ლ. ატარებდა ხელჯოხ-დაშნას, რაც ცივ იარაღთა კატეგორიას მიეკუთვნება.
ა.ლ. 2019 წლის 24 სექტემბერს ქუთაისში დააკავეს და მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ა.ლ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი; ძალადობის გარეშე სრულწლოვნის გარყვნილი ქმედება დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან), 238¹ -ე მუხლის მეორე ნაწილით (ცივი იარაღის ტარება) და განაჩენთა ერთობლიობით 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.