გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ქართულმა ოცნებამ“ ყველაზე უკეთ შეძლო მშვიდობის, ადამიანის უფლებების და ბიზნესის დაცვა - თალაკვაძე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 18 აგვისტო 2020

მშვიდობა, სტაბილურობა დ, სწორი საგარეო კურსი, ბიზნესის თავისუფლება - "ქართული ოცნების" ერთ ერთი ლიდერი და პარლამენტის თავმჯდომარე "ოცნების" ხელისუფლების მიღწევებზე დმანისელებს ესაუბრა.

მმართველმა გუნდმა ადგილობრივებს დღეს მათი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოგი მეშველიანი წარუდგინა და მისი მხარდაჭერა სთხოვა. თავის მხრივ კი , სახელისუფლებო გუნდი მოსახლეობას პრობლემების მოგვარებას დაპირდა:

„ქართულმა ოცნებამ“ ყველაზე უკეთ და წარმატებით შეძლო მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნება და დაცვა. „ქართულმა ოცნებამ“ ყველაზე უკეთ და წარმატებით შეძლო ზრუნვა ადამიანზე, მის ჯანმრთელობაზე და ადამიანის უფლებების დაცვაზე. ჩვენ ყველაზე უკეთ შევძელით, დაგვეცვა ბიზნესის თავისუფლება და საკუთრების უფლება რომელიც, ყველას გახსოვთ, რომ წინა წლებში უხეშად იყო დარღვეული. ჩვენმა ხელისუფლებამ თითოეული თქვენგანის მხარდაჭერით, შეძლო ეფექტური, პროგრესული და სახელმწიფოებრივი საგარეო პოლიტიკის გატარება...

სწორი საგარეო პოლიტიკური კურსი - ეს არ ის, რაც თითოეულ მოქალაქეს, თითოეულ ოჯახს ჩვენს სახელმწიფოში სჭირდება განვითარებისთვის ქალაქში, სოფელში და ჩვენს საზოგადოებაში - ამბობს თალაკვაძე.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები არ არის რიგითი არჩევნები და მას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება ევროპაში, საქართველოს ღირსეული ინტეგრაციისთვის:

ახლოვდება ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნები, რომლისთვისაც ჩვენ ჩავატარეთ დემოკრატიული რეფორმები. ეს არ არის მხოლოდ საპარლამენტო არჩევნები, ეს არის არჩევნები, რომლითაც საქართველო აძლიერებს დემოკრატიას და საკუთარ საზოგადოებას და პარტნიორებს, უმტკიცებს რომ ჩვენი ქვეყანა ღირსია დასავლურ, ევროპულ ოჯახში სრულფასოვანი ინტეგრაციის - ამბობს თალაკვაძე.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია