გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ენმ"-ის წევრი გაათავისუფლეს - პოლიციიდან გამოსული ზაქრაძე ამბობს, რომ იარაღი მას ეკუთვნის

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 19 აგვისტო 2020

ნაციონალური მოძრაობის სამტრედიის ორგანიზაციის წევრი, დავით ზაქრაძე გაათავისუფლეს.  პოლიციის შენობიდან გამოსული ზაქრაძე ამბობს, რომ იარაღი მას ეკუთვნის და სამართალდამცველებსაც თავადვე ჩააბარა.ზაქრაძე ზეწოლას უარყოფს, პოლიციაში შესვლამდე კი ის ამბობდა, რომ ჩხუბის გამო დააკავეს.

ზაქრაძის სახლში სამართალდამცველებმა ჩხრეკა დღეს დილით ჩაატარეს. სამტრედიაში "ნაციონალური მოძრაობის" რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ პოლიციელები იარაღს და ნარკოტიკს ეძებდნენ, თუმცა ვერაფერი აღმოაჩინეს.

დაკავებული ზაქრაძის ადგილსამყოფელის შესახებ, დაახლოებით 8 საათის განმავლობაში, ოჯახისა და თანაგუნდელებისთვის უცნობი იყო. მოგვიანებით, კი ის სამტრედიის პოლიციაში გადაიყვანეს. 

დავით ზაქრაძე დევი ჭანკოტაძის საარჩევნო შტაბის წევრია. ჭანკოტაძის შეფასებით, იარაღი მის თანაგუნდელს არ ქონია და ბრალდება მისი საარჩევნო პროცესიდან ჩამოშორების მიზნით გამოიგონეს.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია