კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კოლაგში ციხე-კოშკის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

კულტურა
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 20 აგვისტო 2020
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგში ძველი ციხე-კოშკის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც ჩვენთან საუბარში მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა სპეციალისტმა, თამაზ მარკოზაშვილმა განაცხადა, სარეაბილიტაციო სამუშაოები ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის მიერ ხორციელდება.
„ მრგვალი კოშკი, რომელიც მე-18 საუკუნით თარიღდება, ძალიან დაზიანებულია. მოხდება მისი აღდგენა დაახლოებით სამი სართულის დონეზე, ამოშენდება კედლები და შემდეგ გადაიხურება. არქიტექტორი და პროექტის ავტორია ნოდარ მინდორაშვილი.“

მისივე თქმით, სამუშაოები ერთი თვეა, რაც დაიწყო და სავარაუდოდ წლის ბოლომდე დასრულდება.



დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია