სამცხე-ჯავახეთი
სოფელ კლდეში სასმელი წყლის შიდა ქსელის რეაბილიტაცია დაიწყო
საზოგადოება
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
19 აგვისტო 2020
სოფელ კლდეში სასმელი წყლის შიდა ქსელის რეაბილიტაცია დაიწყო
მთავარი → სიახლე, საზოგადოება 19.08.2020
ახალციხეში, სოფელ კლდეში სასმელი წყლის შიდა ქსელის რეაბილიტაციისთვის, მთის ფონდიდან 289 982 ლარი გამოიყო. მერიაში აცხადებენ, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ, სოფელში მცხოვრებ ყველა მოსახლეს წყლის პრობლემა მოუგვარდება.
სოფელ კლდეში სასმელი წყლის შიდა ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „ლაზარე 2008“ ახორციელებს, კომპანიამ ახალციხის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერი 289 982 ლარად მოიგო.სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, კომპანიამ სოფელ კლდეში ე.წ ფერმების უბნის და ზედა უბნის სასმელი წყლის შიდა ქსელი და სოფლის მთავარი გამანაწილებელი უნდა მოაწყოს.სოფელ კლდეში სასმელი წყლის პრობლემაზე, ადგილობრივები წლების განმავლობაში ჩიოდნენ, მიმდინარე წელს განაცხადეს, რომ თუ სოფელში წყლის პრობლემა არ მოგვარდებოდა ცენტრალურ გზას გადაკეტავდნენ.[ნუკა სტეფნაძე]