შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

„გინდ წადი და გინდ არა, მაგენი მაინც გააყალბებენ“- გურულები მომავალ არჩევნებზე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 21 აგვისტო 2020

წინასაარჩევნო პროცესი მნიშვნელოვან ფაზაში შედის. მთავრობა თავის მხრივ ცდილობს მატერიალური თუ ადამიანური რესურსი, მაქსიმალურად გამოიყენოს.

ამუშავდა სახელმწიფო მანქანა...

რეგიონებში მაჟორიტარების წარდგენის პარალელურად, ხელისუფლებამ ფინანსური რეზერვები სოციალური პროგრამებისკენ მიმართა. 0-დან 17 წლის ჩათვლით, ყველა ბავშვი საქართველოში 200 ლარიან ერთჯერად დახმარებას მიიღებს. შეიქმნა ონლაინ პლათფორმა დარეგისტრირებისთვის, თუმცა ხარვეზებით მუშაობს. ასევე ონკოლოგიური პაციენტებისთვის მკურნალობის და მედიკამენტების საფასურს სახელმწიფო სრულად დააფინასებს. რატომღაც ონკოპაციენტების დათვლაც წინასაარჩევნოდ გაახსენდათ.

წინასაარჩევნოდ მოსახლეობის მოსყიდვად შეაფასა საზოგადოების დიდმა ნაწილმა ხელისუფალთა ფინანსური „ხელგაშლილობა“.

რას ფიქრობს ადგილობრივი მოსახლეობა 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. რას ელოდნენ, რაზე „ოცნებობდნენ“, რა მიიღეს, რას აპირებენ და ვის გამოუცხადებენ ნდობას მომავალ არჩევნებზე, ამ თემასთან დაკავშირებით, „გურიის მოამბემ რამოდენიმე ადგილობრივი გამოკითხა:

ნ.ყ. - არავის არ ვაძლევ  ხმას. „ოცნება“ -ს  სულ  არ  ვაძლევ. მივალ და გადავხაზავ  ყველას. გაბრაზებული ვარ.  არაფერი არ დამეხმარა  მაგენმა. ვიოცნებე  ამდენი ხანია და არაფერი არ გაუკეთები ამ „ოცნება“ -ს.

მანანა -  არ ვარ ჩამოყალიბებული.

მირზა სურმანიძე - მიშა სააკაშვილს ვაძლევ ხმას.
ვაჟა კილაძე - კი მივდივარ არჩევნებზე  და „ოცნებას“ ვაძლევ ხმას.  მე ახლა მაგენს რომ ვუკვირდები, არ მუშაობსო  არ ითქმება ამ მთავრობაზე. ძაან კარგად  მუშაობენ.  ხალხი ვერ ატყობს და მე კი ვატყობ. გზები გააკთეს, წყალი შეყავთ.   ეხლა კიდე ფულით  ეხმარებიან და მეტი დახმარება რა უნდა გააკეთონ.

სოსო - ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი. ისე  ეს მთავრობა არ მომწონს. გახსნას  ქარხანა და ხალხი დაასაქმოს. ჩვენ კი არა,  არავინ არაა კმაოფილი.

ხათუნა - არ ვიცი  რა, მომბეზრდა უკვე. გინდ წადი არჩევნებზე და გინდ არა,  მაგენი მაინც  გააყალბებენ. სუსტი ოპოზიციაა და არც  იმათი იმედი არ  მაქ.  არეულები არიან. სრული აჯაფსანდალია. კონკურენციას ვერ ვხედავ. სულ ერთი  და  იგივე ხალხი ტრიალებს. შევარდნაძის დროს ვინც მოდიოდა  ამ თავრობაში, ის ხალხია  და ვინც მოვიშორეთ და ვინც არ გვინდოდა ოპოზიციაშია. ააზრი არა აქვს  საერთოდ. მე ვფიქრობ რომ  თამაშია  ერთმანეთში,  წავა ერთი პარტია, მოვა მეორე პარტია და  ხალხს  გვიწევს  შეგუება  ამათ  თამაშზე. სისტემა იგივეა, კანონი არ იცვლება. აზრი არა  აქვს.  ამ მთავრობამ  ხალხს  დაგვპირდა 100 ქარხანას  გავხსნიო და ერთიც  არ გაუხსნია, 100 კაცი რომ დაესაქმებია. სულ უცხოელებზეა გაყიდული  ყველაფერი, ბიუჯეტში ფულის შესვლაზე არიან გადასული.

ძირკვაძე  - მე „აბსაიტში“ ვარ, 6 წელია ჰაერში ვარ გამოკიდებული. არც სახლი მაქ,  არც კარი მაქ და არც ერთი მეტრო მიწა არ გამაჩნია. ოთხი სული ვცხოვრობთ. წამოვედი წალკადან. ვცხოვრობ ლანჩხუთის რაიონში, სოფელ ჭანჭათში. წყალი ჩვენთან არაა, გაზი ჭიშკართანაა მოყვანილი,  გზა საშინელია.  ჩემი ხმა არის ჰაერში, არჩევნებში ვერ ვღებულობ მონაწილეობას.  ხმას მივცემდი უკეთეს მომავალს. მინდა კარგი ცხოვრება გვქონდეს.  

ს.კ. - არც ერთი  მთავრობის არ მჯერა  საკუთარი თავის გარდა.

იამზე ქათამიძე - მომწონს თუ არ მომწონს მაინც  „ოცნება“-ს მივცემ ხმას.  რაღაცა  მომწონს  რაღაცა არაა, მაგრამ  მაინც  ამათ ავირჩევ. გახარიას  მოქმედებები  მომწონს, პანდემიასთან დაკავშირებით,  ჯანდაცვა რომ  მოაგვარა.  მომწონს ჩვენი ექიმები, შრომობენ კარგად. უკმაყოფილო ვარ იმაზე რომ 70 წლის  ზემოთ  უმატებს პენსიას  და მე 69 წლის ვარ და რა იქნებოდა  რომ მოემატებია ჩვენთვისაც.  ჩემზე უკეთესად არიან 70 წელზე გადაცილებული. წამლებიც გაძვირებულია. თუ კი  ახალი ძალა  ახალგაზრდების გამოჩნდება,  რომ არ ყოფილა  ჯერ, რა თაქმა უნდა იმას დავუჭერ  მხარს.

ირმა - ჩემი აზრით საჭიროა  კონტროლი, გაკონტროლება უნდა  ჩვენს  ხალხს  და აი, ეს აკლია ამ მთავრობას. ძალიან ლოიალური მთავრობა  გვყავს. უნდა  მეტი  სიმკაცრე.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია