შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"მთავარი არხის" ჟურნალისტის გამოკითხვა დასრულდა - შსს წყაროს ვინაობით დაინტერესდა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 21 აგვისტო 2020

"მთავარი არხის" ჟურნალისტმა შსს დატოვა. გიგლა თუმანიშვილს საგამოძიებო უწყებაში თითქმის 2 საათის განმავლობაში მის მიერ მოპოვებულ ექსკლუზიურ ინფორმაციასთან დაკავშირებით კითხავდნენ.

სამართალდამცველების მთავარი კითხვები მობილურ ტელეფონს უკავშირდებოდა. შსს დაინტერესდა ვინ მიაწოდა და სად შეხვდა ჟურნალისტი ადამიანს, რომელმაც ეს ტელეფონი გადასცა.

"მთავარი არხის" ჟურნალისტმა მინიჭებული კონსტიტუციური უფლებით ისარგებლა და წყაროს ვინაობა არ გაამხილა.

შეგახსენებთ, რომ გიგლა თუმანიშვილი შსს-მ მოწმის სახით გამოკითხვაზე მას შემდეგ დაიბარა, რაც ,,მთავარმა არხმა' გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ექსკლუზიურად მოპოვებული სატელეფონო ჩანაწერები გაასაჯაროვა, რომელიც სავარაუდოდ ოქროს მოწმე გური ამირხანაშვილსა და გამომძიებელს შორის შედგა. 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია