ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ შემოქმედში ადგილობრივი მაცხოვრებელი, 59 წლის მამაკაცი ვაჟა ოსიფოვი, გარდაცვლილი იპოვეს.
გარდაცვლილი მამაკაცი მეზობლებმა აღმოაჩინეს. ისინი უცნაურმა სუნმა შეაწუხა, რის გამოც მეზობლის სახლში შევიდნენ.
როგორც "გურიის მოამბესთან" ყვებიან, მამაკაცი დაახლოებით ოთხი-ხუთი დღის გარდაცვლილი უნდა იყოს. შემთხვევის ადგილზე მათ პოლიცია გამოიძახეს.
ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები, მამაკაცის გვამი ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროში გადაჰყავთ.