გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ნუ ღელავთ" - გახარია გაუჩინარებულ ივანიშვილზე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 22 აგვისტო 2020

პრემიერმინისტრი ამტკიცებს, რომ მმართველი გუნდის წინასაარჩევნო კამპანიაში მათი ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი "აქტიურად მონაწილეობს".

ბატონი ბიძინა ივანიშვილი დიდი ხანია ჩართულია საარჩევნო კამპანიაში, იღებს მონაწილეობას და ამაზე აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა, ნუ ღელავთ - ასე პასუხობს გახარია ჟურნალისტების კითხვას.

ამ განცხადების მიუხედავად, ივანიშვილი გაუჩინარებულია და ის,  "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების დასახელების შემდეგ, რომელიც  20 ივლისს შედგა, საზოგადოებაში აღარ გამოჩენილა.

ბოლო ინფორმაციით ივანიშვილი აბასთუმანშია, სადაც მეუღლესა და რამდენიმე სასულიერო პირთან ერთად სალოცავის კურთხევას დაესწრო.

ჯერჯერობით უცნობია ჩაერთვება თუ არა ის აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიაში და როდის. ინფორმაცია სავარაუდოდ არ აქვთ არც მის თნაგუნდელებს.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია