გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"2022 წლისთვის ჩვენ სხვა ქვეყანაში ვიცხოვრებთ"- გიორგი გახარია

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 22 აგვისტო 2020

ხაშურის შემოვლით გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა უკვე შესაძლებელია. ხაშურის შემოვლითი გზა დღეს საქართველოს პრემიერმინისტრმა ვიცე-პრემიერთან ერთად გახსნა. 

პროექტი, ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ფინანსური მხარდაჭერით და ევროკავშირის ფინანსური გარანტიით განხორციელდა და 133 მლნ. ლარი დაჯდა,  ხოლო მსოფლიო ბანკის (WB) ფინანსური მხარდაჭერის წილი პროექტში 50 მლნ ლარია.

"ახლა შვებულებების სეზონია და ყველა ვმოძრაობთ, ვხედავთ რამდენად მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე, წელს ჩვენ უკვე გავხსენით ქუთაისის შემოვლითი გზის 19 კილომეტრიანი მონაკვეთი, ისევე, როგორც ჯაპანა-ლანჩხუთის 12 კილომეტრიანი მონაკვეთი, მაგრამ წელს არის ყველაზე მასშტაბური გახსნა, საბოლოო ჯამში 70 კილომეტრი გაიხსნება და ყველაზე მასშტაბური სამუშაოები, რაც აქამდე ყოფილა აღმოსავლეთ-დასავლეთის მონაკვეთზე. როგორც კი რიკოთი დასრულდება, ჩვენ ხარისხობრივად მივიღებთ ახალ ქვეყანას, ეს იქნება სულ სხვა მობილობა, ეს იქნება სულ სხვა ხარისხობრივად ეკონომიკური შესაძლებლობების ქვეყანა და ამას აქვს უდიდესი მნიშვნელობა. მოგეხსენებათ, რომ წელს ამ 70 კილომეტრის ძირითადი მონაკვეთები რა არის, ეს არის ხაშურის შემოვლითი გზა, ქუთაისის შემოვლითი გზა სრულად და ჯაპანა-ლანჩხუთის გზა. ასევე, მიმდინარეობს ბათუმის შემოვლით გზაზე მუშაობა და 2022 წლისთვის ჩვენ სხვა ქვეყანაში ვიცხოვრებთ“ - განაცხადა პრემიერმინისტრმა გზის მნიშვნელობაზე საუბრისას.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია