შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"გამეტებული ვართ სასიკვდილოდ , ესაა ქვეყანა ? "

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 19 დეკემბერი 2018

 

დაბა ნასაკირალში, მესხების დასახლებაში მცხოვრები 81 წლის - შოთა ძირკვაძეს, სოციალური და  ჯანმრთეობის პრობლემები აქვს,მას ესაჭიროება სისტემატიური მკურნალობა და მედიკამენტები, რასაც მისი პენსიით ვერ ახერხებს, რადგან 6 სულიან ოჯახს უვლის:

„ვაჟი 17 წლის წინ გარდამეცვალა, მყავს რძალი რომელიც ონკოლოგიური პაციენტია, მხოლოდ ჩემი შვილიშვილი მუშაობს და მისი ხელფასი დედის სამკურნალო წამლებს არ ჰყოფნის. მხოლოდ ჩემი პენსია როგორ გვეყოფა ამხელა იჯახს? ერთი ძროხა მყავს ისიც არ იწველება, მეზობლების მოკითხული რძის იმედად არიან შვილიშვილები. ადრე 800 ტონა ჩაის ვკრეფდით ნასაკირალში, დაფასებული ცხოვრებაც გვქონდა, ლენინგრადში ვიმკურნალე , საჭმელი და სასმელი არ მომკლებია, აბა ახლა ცუდად გავხდი და თუ ფული არა გაქვს ვერ მიგიღებთო, ან კიდევ იმდენ წამლებს დაგინიშნავენ რას აუხვალ? აჭარიდან ჩამოვედით,ერი გავამრავლეთ, ამისთანა ბადიშები მყავს და ვის ვახსოვართ ,არავის. გამეტებული ვართ სასიკვდილოდ ყველა. არჩევნებამდე მოდიან რას არ გვპირდებიან , გავა არჩევნები და დაიკარგებიან, არჩევნებამდე რა შვებულებაში არიან? არა და რას წარმოადგენ მთავრობა ხალხის გარეშე? ხალხის შრომითაა ეს ქვეყანა... ექიმთან ვერ მივდივარ, გული მაწუხებს,50 ლარი უნდა ვიზიტსო. სად მაქვს ბაბუა ფული? არ ვიცი როგორ გავიტანთ ზამთარს, ადრე 1000-2000 ლარის თხილი მომდიოდა, წელს 30 ლარის თხილი ჩავაბარე მხოლოდ. მანდარინიც არ ვარგა წელს, შეწამვლა უნდა ყველაფერს, გვიყვება-  შოთა ძირკვაძე და გვანახებს ჯანმრთელობის ცნობას საიდანაც ირკვევა რომ მას აქვ, ღრმა ვენების თრომბოზი, ფილტვის თრომბოემბოლია, გადატანილი აქვს მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტი, ასევე მას აქვს გულის ხელოვნური სარქველები და ყველა დაავადებაზე ესაჭიროება მკურნალობა, პროფილაქტიკა და პრევენცია რეციდივების თავიდან აცილების მიზნით.

ნასაკირალის დეპუტატმა -ბესო ქათამაძემ გვიამბო რომ , შოთა ძირკვაძის ოჯახს ფინანსურად ძალიან უჭირს:

„შოთა ძირკვაძე უკვე მოხუცია და ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, ასევე ავადაა მისი რძალი,რომელიც ონკოლოგიური პაციენტია. მისი უმცროსი ვაჟი, რომელმაც ახლახანს დაიწყო მუშაობა, დედის მედიკამენტებისთვის საკმარის თანხასაც კი ვერ გამოიმუშავებს. მე რამოდენიმეჯერ მივმართე მერიას და ერთჯერადად დაეხმარნენ მედიკამენტებით, ეს რათქმაუნდა არაა საკმარისი. მათ ესაჭიროებათ სისტემატიური მკურნალობა და მედიკამენტები-გავიამბო ქათამაძემ.

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია