შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ვინ არიან შატილში დაღუპული ახალგაზრდები – ფოტოები

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 24 აგვისტო 2020

23 აგვისტოს შატილიდან მომავალი ტურისტული ჯგუფი ხევში გადავარდა, რის შედეგადაც 17 ადამიანი ადგილზე დაიღუპა 3 კი მძიმედ დაშავდა. დაღუპულების ვინაობა ოფიციალურად ცნობილი არ არის, თუმცა დაიჯესტი შეეცადა სოციალური ქსელების მეშვეობით დაღუპულების ვინაობა გაერკვია.

ყველა მათგანი ერთმანეთის ან ოჯახის წევრები იყვნენ ან მეგობრები. 

ხატია ზაალიშვილი

ირმა და ხათუნა მურუსიძეები – დები

ხათუნა მურუსიძე

ირმა მურუსიძე

დები მედეა და ხატია დევსურაშვილები – 25 წლის მედეა სხვებთან ერთად ადგილზე გარდაიცვალა, მასზე უმცროსი, 23 წლის ხატია კი ამ წუთებში სიცოცხლეს ებრძვის.

 შატილის გზაზე ახალგაზრდა გოგონა დედასთან ერთად დაიღუპა – ნუცა ყანადაშვილია ხევსურეთის ტურში დედასთან ერთად იმყოფებოდა. სამწუხაროდ, გარდაიცვალა ნუცას დედაც. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ახალგაზრდა ქალის მეგობრები წერენ.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა ჟურნალისტებთან ავარიის შედეგად დაშავებული სამი ქალბატონის მდგომარეობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მათ სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმა აღენიშნებათ.

25 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა. 

წყარო – დაიჯესტი

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია